მოთმინება - ციტატები, გამონათქვამები
მოთმინება - ციტატები, გამონათქვამები მოთმინება, გამონათქვამები, ციტატები
აღშფოთებით ნურაფერს იტყვი, რადგან ბოროტება სიკეთეს ვერ შობს; არამედ დაითმინე, ვიდრე შენი აზრები დამშვიდდება და შემდეგ წყნარად თქვი.
როდესაც შეურაცხმყოფელ ანდა დამამცირებელ სიტყვას მოისმენ, ფრთხილად იყავი, რომ არ განრისხდე, რათა "გულის წყრომამან კაცისამან სიმართლე ღმრთისაი არა ქმნის" (იაკ. 1, 20). უმჯობესია, საკუთარ თავს უთხრა: აი, შემთხვევა, რომელმაც მოთმინება... იხილეთ სრულად
ცეცხლს ცეცხლით ვერ ჩააქრობ, არამედ - წყლით; მრისხანებასაც მრისხანებით კი ვერ დათრგუნავ, არამედ - თავმდაბლობითა და დიდი მოთმინებით.
მოკრძალებასა და მოთმინებას მეტი ძალა აქვს, ვიდრე მრისხანებასა და წინააღმდეგობას; რბილი შალი ყველაზე მტკიცე ციხესიმაგრეზე მეტად ასუსტებს ზარბაზნის ყუმბარის ძალას.
მოყვასის მიმართ მრისხანებით აღვსილი ყოველთვის უმეტესად საკუთარ თავს აზიანებს, ვიდრე - მის მიმართ მიყენებულ წყენას ითმენს. ამიტომ ჭეშმარიტად გონიერი ადამიანები უმეტესწილად მოთმინებით იტანენ მათ მიერ მიყენებულ უსიამოვნებებს. "ფიცხი ... იხილეთ სრულად
თუ თავს დაიმდაბლებ, სიმშვიდეს მოიპოვებ, რადგან ვინც თავს აყვედრის, ნებისმიერ შემთხვევაში მოთმინებას ინარჩუნებს.
თუ ჭეშმარიტი თავმდაბლობის მოხვეჭა გსურს, ისწავლე, გმირულად დაითმინო სხვებისგან მოყენებული წყენა.
მოთმინება და მორჩილება უფრო ძლევამოსილია, ვიდრე - საყვედური, თუნდაც - სამართლიანობაზე დაფუძნებულიც კი.