სიყვარული - ციტატები, გამონათქვამები
სიყვარული - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული, გამონათქვამები, ციტატები
ქრისტიანობამ სულ სხვა სახით დაგვანახა ღვთის არსი: „ღმერთი სიყუარული არს“ (1 ინ. 4, 8), - ვკითხულობთ წმ. წერილში. ესაა ყველაზე საუკეთესო განსაზღვრა ღვთის ბუნებისა და ჩვენდამი მისი დამოკიდებულებისა.
ქრისტიანობა სიყვარულის რელიგიაა; აი, რას ამბობენ წმ. მამები: ყოველი, რომელსა უყუარდეს, ღმრთისაგან შობილ არს (1 ინ. 4, 7); სიყუარული ნიშნავს ყოფნას ერთ სულად, ხოლო სიყუარული უფლისა ამასთან ერთად გზაი არს განღმრთობისა (წმ. გრიგოლ ღვ... იხილეთ სრულად
შინაგანი სიყვარული ყოველთვის გამოსჭვივის, რადგან იგი ადამიანის გარეგნულ იერსაც კი ატკბობს და ამშვენებს მას საღმრთო მადლით, რომლის ბრწყინვალების დაფარვაც შეუძლებელია.
განსჯის უნარის მქონეს კეთილშობილური სიყვარულიც გააჩნია და სიმდაბლეც, და საკუთარი სიკეთიდან გამომდინარე, მწარე სიმართლესაც კი სიტკბოდ აქცევს; იგი ამ სიმართლეს უდიდესი უბრალოებით გამოთქვამს და მას უმეტესი სარგებელი მოაქვს სხვებისათვ... იხილეთ სრულად
როგორც სახიერი ღმერთი გვეპყრობა ყოველთვის სიყვარულით და სამოთხეში გვიხმობს, ასევე ჩვენც ბარბაროსულად არ უნდა მოვეპყრათ თანამოძმეებს, და არ დავიმშვიდოთ თავი იმით, თითქოს მკაცრი მიდგომით მათ სულებს სამოთხეში ვაგზავნიდეთ.
ყოველი ჩვენი ქმედება და სათნოება საჭიროებს სიმდაბლეს, სიყვარულსა და განსჯადობას, რადგან ისინი სათნოებათა მარილნი არიან. ამიტომ ამბობს ქრისტე სახარებაში: "ყოველი შესაწირავი მარილითა დაიმარილოს" (მარკ. 9, 49).
სიმდაბლესთან და სიყვარულთან შეერთებული განსჯადი მოსაგრეობა, მცირედი სხეულებრივი ჯაფის დროსაც კი, ძალიან სწრაფად ადამიანს წმინდანად აქცევს.
გულწრფელი და პირდაპირი არც ის არის, ვინც სხვას პირში სიმართლეს ეუბნება; არც ის, ვინც ამას საჯაროდ ამბობს; არამედ ის, ვისაც სიყვარული აქვს და ჭეშმარიტი ცხოვრება, და სულიერი განსჯით საუბრობს მაშინ, როცა საჭიროა იმაზე, რაც საჭიროა.