თავმდაბლობა - ციტატები, გამონათქვამები
თავმდაბლობა - ციტატები, გამონათქვამები თავმდაბლობა, გამონათქვამები, ციტატები
წმიდა მაკარი დიდის ცხოვრებაში ვკითხულობთ: ერთხელ, როცა წმიდა მაკარი ჭაობიანი ადგილიდან პალმის ტოტებით ხელში თავისი კელიისკენ მიდიოდა, გზად ეშმაკი შეხვდა, რომელსაც ცელი მიჰქონდა. ეშმაკი შეეცადა ცელი წმიდანისათვის დაერტყა, მაგრამ ვე... იხილეთ სრულად
სულით გლახაკია ის განსწავლული, რომელიც ნიუტონის მსგავსად აღიარებს, რომ მისი უცოდინრობა ცოდნას უსასრულოდ აღემატება.
სულიერი სიგლახაკე და გულის შემუსვრილება უგონიერესთა თვისებაა, ეს არის ღვთაებრივი სიდიადის წინაშე საკუთარი არარაობის გაცნობიერება.
გონიერი ადამიანი თავმდაბალია, თავმდაბალი კი ამ სათნოების წყალობით გონიერი ხდება.
სატანურ ლოგიკას ჩვენ ზეციური ლოგიკა უნდა დავუპირისპიროთ; სატანურ სიცრუეს - ჭეშმარიტება; მის ღვთისმგმობელობას - უფლისა და ადამიანისადმი სიყვარული; ამპარტავნებასა და ქედმაღლობას კი - სიმდაბლე და მორჩილება.
ამპარტავანი სხვებს ასწავლის ჭკუას, თავად კი მათგან რჩევასაც არ მიიღებს. თავმდაბალს არა აქვს სხვისი განსწავლის სურვილი, მას თავად სურს სხვისგან მიიღოს რჩევა-დარიგება.
მოწყალება სიმდაბლით უნდა გაიღო, და ის, ვისთვისაც გასცემ, შენს თავზე უმჯობესად ჩათვალო.
ისწავლე უბრალო ადამიანების პატივისცემა, უფლის სასუფეველშიც ხომ უმეტესობა ასეთია, მათ არ სჩვევიათ ამპარტავნება, რაც მდიდართა და ამქვეყნის ძლიერთა სენია.
მხოლოდ ტკივილითა და ჩვენს თავში ჩაღრმავებით მოვიპოვებთ სიმდაბლეს, რაც არის სათავე წინსვლისა.