ქრისტეს ყველა სახარება თავისი არსით წარმოადგენს ერთადერთ მეცნიერებას მშვიდობის შესახებ დედამიწის ზურგზე. როდესაც გაეცნობი მას, როგორ შეიძლება, არ დაეთანხმო, რომ მშვიდობა შედეგია სათნოებისა და არა - გამჭრიახობისა, რომ მშვიდობა მხოლ...
იხილეთ სრულად
ქრისტეს ყველა სახარება თავისი არსით წარმოადგენს ერთადერთ მეცნიერებას მშვიდობის შესახებ დედამიწის ზურგზე. როდესაც გაეცნობი მას, როგორ შეიძლება, არ დაეთანხმო, რომ მშვიდობა შედეგია სათნოებისა და არა - გამჭრიახობისა, რომ მშვიდობა მხოლოდ სათნოებით მიიღწევა და არასოდეს - მოხერხებულობით.
აიღეთ მაგალითად ოჯახი, რომელშიც ცოლ-ქმარი მშვიდობას ერთმანეთში მხოლოდ გამჭრიახი გონების მეშვეობით, სათნოების გარეშე ინარჩუნებს. განა შესაძლებელია ასეთ ოჯახში ხანგრძლივა...
მორჩილება სათნოებაა. არ არსებობს ისეთი სათნოება, რომლის მოსაპოვებლადაც საკმარისი იქნებოდა მისი შეძენის მარტოოდენ წრფელი სურვილი. აქ საჭიროა გადაწყვეტილების მიღება. მორჩილების სათნოებაც იწყება სათანადო გადაწყვეტილების მიღებით და შე...
იხილეთ სრულად
მორჩილება სათნოებაა. არ არსებობს ისეთი სათნოება, რომლის მოსაპოვებლადაც საკმარისი იქნებოდა მისი შეძენის მარტოოდენ წრფელი სურვილი. აქ საჭიროა გადაწყვეტილების მიღება. მორჩილების სათნოებაც იწყება სათანადო გადაწყვეტილების მიღებით და შემდეგ მიიღწევა საღვთო მადლითა და ადამიანის პირადი შრომით.
უზნეოთა კეთილდღეობა, ერთი მხრივ, ეჭვს არიდებს სათნოებას, რომელიც ტანჯვაში ამჟღავნებს თავის შინაგან ძალასა და დიდებულებას, მეორე მხრივ, კი უზნეოს ყოველგვარ თავისმართლებას მოაკლებს ღვთის წინაშე, რომელიც თავისი სიკეთით სათნოების გზაზ...
იხილეთ სრულად
უზნეოთა კეთილდღეობა, ერთი მხრივ, ეჭვს არიდებს სათნოებას, რომელიც ტანჯვაში ამჟღავნებს თავის შინაგან ძალასა და დიდებულებას, მეორე მხრივ, კი უზნეოს ყოველგვარ თავისმართლებას მოაკლებს ღვთის წინაშე, რომელიც თავისი სიკეთით სათნოების გზაზე მოუწოდებს
მას შემდეგ, რაც სულიერ შვილში უმთავრესი სათნოება მორჩილება განმკიცდება, მოძღვარმა სამი შემდეგი სათნოება უნდა აღზარდოს მასში:
ა) საკუთარი უძლურების შეცნობა;
ბ) საკუთარი თავის მხილება;
გ) მადლობით დაითმინოს განსა...
იხილეთ სრულად
მას შემდეგ, რაც სულიერ შვილში უმთავრესი სათნოება მორჩილება განმკიცდება, მოძღვარმა სამი შემდეგი სათნოება უნდა აღზარდოს მასში:
ა) საკუთარი უძლურების შეცნობა;
ბ) საკუთარი თავის მხილება;
გ) მადლობით დაითმინოს განსაცდელები.
ა) ადამიანისათვის ფრიად სასარგებლოა საკუთარი უძლურების აღიარება. სხვადასხვა განსაცდელების, მწუხარებების, განსაკუთრებით კი, ვნებებთან და გულისთქმათა წინააღმდეგ ბრძოლაში ადამიანი დაინახავს, რომ უკიდურესად უძლურია. ეს კი სულის გაჯან...
ყოველი კეთილი საქმის თავი და სათნოებათა დასაბამი არის წრფელი ლოცვა–ვედრება ღმერთის წინაშე, რამეთუ სწორედ ლოცვისაგან იშვებიან ჩვენში სხვა სათნოებანიც და სწორედ ლოცვის შედეგად მოგვეცემა ღმერთისაგან ყოველგვარი სიკეთე.
აწ ვევედრენით უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, რაითა შემრაცხნეს სახიერთა მათ მონათა თვისთა თანა, რომელნი განსწავლა განსაცდელითა საწუთროსა ამას, და სუფევასა მას საუკუნესა ღირს ყვნა, და რაითა მოგუმადლოს ჩუენ საქმედ ნებაი მისი და სათნოებ...
იხილეთ სრულად
აწ ვევედრენით უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, რაითა შემრაცხნეს სახიერთა მათ მონათა თვისთა თანა, რომელნი განსწავლა განსაცდელითა საწუთროსა ამას, და სუფევასა მას საუკუნესა ღირს ყვნა, და რაითა მოგუმადლოს ჩუენ საქმედ ნებაი მისი და სათნოებაი და ხელმწიფებაი და სუფევაი აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ
სათნოებითა და ქრისტიანული სიყვარულით შესრულებული ყველა საქმე – წმიდა წიგნების კითხვა, კეთილი აზრები და განზრახვანი, სასარგებლო საუბრები, წმიდა მორჩილება, ცდუნებისა და მწუხარების ჟამს მადლიერება, მაწყინართა შენდობა – ყოველივე ეს ლო...
იხილეთ სრულად
სათნოებითა და ქრისტიანული სიყვარულით შესრულებული ყველა საქმე – წმიდა წიგნების კითხვა, კეთილი აზრები და განზრახვანი, სასარგებლო საუბრები, წმიდა მორჩილება, ცდუნებისა და მწუხარების ჟამს მადლიერება, მაწყინართა შენდობა – ყოველივე ეს ლოცვის ბეჭედს ატარებს და ამოდ სურნელებს უფლის წინაშე. თუ თქვენს თავს ყოველივე ამაში წურთნით და აღმოიკვეთავთ ნიშატსაც კი სიძაბუნისა, მაშინ ღვაწლი და სათნოება ჩვევად გადაგექცევათ.
არსებობს რვა ძირითადი ბოროტი ვნება, რომელთაგან სამი უმთავრესია – მუცელღმერთობა, ვერცხლისმოყვარება და მზვაობრობა. ხუთი დანარჩენი მათ ექვემდებარება: ესაა მრუშობა, მრისხანება, სევდა, მცონარება და ამპარტავნება. მათი საპირისპირო სათნოე...
იხილეთ სრულად
არსებობს რვა ძირითადი ბოროტი ვნება, რომელთაგან სამი უმთავრესია – მუცელღმერთობა, ვერცხლისმოყვარება და მზვაობრობა. ხუთი დანარჩენი მათ ექვემდებარება: ესაა მრუშობა, მრისხანება, სევდა, მცონარება და ამპარტავნება. მათი საპირისპირო სათნოებებიდანაც სამი უმთავრესია – თავშეკავება, უანგარობა და თავმდაბლობა, ხუთი დანარჩენი კი მათი მომდევნოა და მათგან გამომდინარეობს, ესაა – უზაკველობა, უწყინარობა, სიხარული, მხნეობა და თავის დამდაბლდება, მათს კვალად კი მთელი წყ...