ცოდვა უნდა გვძულდეს, მაგრამ ცოდვის ჩამდენი ადამიანი, როგორც ბოროტის საცოდავი იარაღი, უნდა გვიყვარდეს და გვებრალებოდეს. იგი არ უნდა მოვიძულოთ, არამედ უნდა დავეხმაროთ მას ნაკლის დაძლევაში. მოძმის მხილებას კი სიყვარული უნდა ედოს საფუ...
იხილეთ სრულად
ცოდვა უნდა გვძულდეს, მაგრამ ცოდვის ჩამდენი ადამიანი, როგორც ბოროტის საცოდავი იარაღი, უნდა გვიყვარდეს და გვებრალებოდეს. იგი არ უნდა მოვიძულოთ, არამედ უნდა დავეხმაროთ მას ნაკლის დაძლევაში. მოძმის მხილებას კი სიყვარული უნდა ედოს საფუძვლად, თორემ იგი მოყვასისადმი სიძულვილსა და მტრობაში გადაიზრდება და უფრო დიდი ბოროტების სათავედ იქცევა.
სრულყოფა ცოდვისაგან განდგომას ნიშნავს. ცოდვა, როგორც სამართლიანად შენიშნავს მღვდელი პავლე ფლორენსკი, არის სულის ქაოსური მდგომარეობის შედეგი. "ცოდვა არის სულიერი ცხოვრების მოშლა, დარღვევა და დაქცევა მისი. სული კარგავს სუბსტანციურ ე...
იხილეთ სრულად
სრულყოფა ცოდვისაგან განდგომას ნიშნავს. ცოდვა, როგორც სამართლიანად შენიშნავს მღვდელი პავლე ფლორენსკი, არის სულის ქაოსური მდგომარეობის შედეგი. "ცოდვა არის სულიერი ცხოვრების მოშლა, დარღვევა და დაქცევა მისი. სული კარგავს სუბსტანციურ ერთობას, კარგავს თავისი შემოქმედებითი ბუნების აღქმის უნარს და ინთქმება ქაოსური მდგომარეობის გრიგალში, უარს ამბობს რა თავის სუბსტანციურობაზე" (პავლე ფლორენსი, "ლოგოსი ქაოსის წინააღმდეგ").
ცნობილი ფილოსოფოსის ვლადიმერ სოლოვიოვის სტატიაში "ცხოვრების სულიერი საფუძვლები" წერია: "ჩვენ ცოდვის სამ მთავარ სახეს ვიცნობთ: მგრძნობელობითს - ხორციელ ცოდვას ანუ ავხორცობას, რომლის საწყისი ფორმა შობს ცოდვას, ხოლო ჩადენილი ცოდვა - ...
იხილეთ სრულად
ცნობილი ფილოსოფოსის ვლადიმერ სოლოვიოვის სტატიაში "ცხოვრების სულიერი საფუძვლები" წერია: "ჩვენ ცოდვის სამ მთავარ სახეს ვიცნობთ: მგრძნობელობითს - ხორციელ ცოდვას ანუ ავხორცობას, რომლის საწყისი ფორმა შობს ცოდვას, ხოლო ჩადენილი ცოდვა - სიკვდილს. შემდეგ მოდის ბუნებითი ცოდვა - თავდაჯერებულობა ანუ თვითგანდიდება. მას თან სდევს ცდომილება, შეცდომისას კი სიჯიუტე სათავეა ტყუილისა და სიცრუისა. და ბოლოს ჩვენი სულისმიერი ცოდვა - ძალაუფლების მოყვარება, რასაც ძალმო...
ღმერთმა ადამიანს მიანიჭა უკვდავება და ამავე დროს - თავისუფალი ნება. არჩევანი ჩვენზეა, რას მივყვებით: სიმართლის საქმეთ - სიწმიდეს, თუ ცოდვის გზას - სიკვდილს?
ცოდვამ გაყო კაცთა მოდგმა. გაყო ამპარტავნებით, სიძულვილით, მრისხანებით, შურით, ცილისწამებით... ხშირად არ ძალგვიძს, დავძლიოთ ეს გამთიშველი ძალა, რომელიც ჩვენს ხედვას არასწორ მიმართულებას აძლევს და რომლის გამოც პიროვნების ცხოვრების ნ...
იხილეთ სრულად
ცოდვამ გაყო კაცთა მოდგმა. გაყო ამპარტავნებით, სიძულვილით, მრისხანებით, შურით, ცილისწამებით... ხშირად არ ძალგვიძს, დავძლიოთ ეს გამთიშველი ძალა, რომელიც ჩვენს ხედვას არასწორ მიმართულებას აძლევს და რომლის გამოც პიროვნების ცხოვრების ნამდვილ სახეს დამახინჯებულად აღვიქვამთ და მას მივიჩნევთ რეალურად.
ბოროტებას შესაბამისი ბოროტი შედეგი მოჰყვება. ცოდვის შედეგია ღვთისგან განდგომა, სიყვარულის, მშვიდობისა და ბედნიერების დაკარგვა, სულიერი სიღატაკე, სიკვდილი... "ცოდვაჲ სოფლად შემოჴდა და ცოდვისა ძლით სიკუდილი" (რომ. 5, 12).
ჩვენს მიერ ჩადენილი ყოველი ბოროტება ცოდვაა. იგი ღვთისა და თვით ჩვენი თავის საწინააღმდეგო მოქმედებაა, ყოფის არყოფნად გარდაქმნაა, ჩვენი ბუნების დამახინჯებაა, ჩვენი დამაქცეველი ძალაა; ესაა მსვლელობა დამღუპველი მიზნისაკენ.
სამწუხაროდ, დღევანდელი ადამიანი ხშირად ვერ აფასებს ცოდვის სიმძიმეს და ანგარიშს არ უწევს მის შედეგებს. ზოგჯერ ისეც კი ფიქრობენ, თითქოს ცოდვა საერთოდ არ არსებობს, რომ ამ სახელს ვუწოდებთ ადამიანის ბუნებრივ თვისებებს. ამგვარად მოაზროვ...
იხილეთ სრულად
სამწუხაროდ, დღევანდელი ადამიანი ხშირად ვერ აფასებს ცოდვის სიმძიმეს და ანგარიშს არ უწევს მის შედეგებს. ზოგჯერ ისეც კი ფიქრობენ, თითქოს ცოდვა საერთოდ არ არსებობს, რომ ამ სახელს ვუწოდებთ ადამიანის ბუნებრივ თვისებებს. ამგვარად მოაზროვნენი ჭეშმარიტებისაგან შორს დგანან და თავს მეორე სიკვდილისათვის ამზადებენ. ბოროტება სიკეთის ნაკლებობა კი არ არის მხოლოდ, არამედ მისდამი სრული დაპირისპირება, არა ნაწილობრივი დარღვევა კანონისა, არამედ მთლიანად უარყოფა მისი....
ნეტარი ავგუსტინე პირველი ადამიანის ზნეობაში ორ მდგომარეობას გამოყოფდა: "უცოდველობის შესაძლებლობას" და "ცოდვის შესაძლებლობას". მისი განმარტებით, სამოთხის მკვიდრთა "უცოდველობის შესაძლებლობის" მდგომარეობა გამუდმებული სიკეთის ქმნადობი...
იხილეთ სრულად
ნეტარი ავგუსტინე პირველი ადამიანის ზნეობაში ორ მდგომარეობას გამოყოფდა: "უცოდველობის შესაძლებლობას" და "ცოდვის შესაძლებლობას". მისი განმარტებით, სამოთხის მკვიდრთა "უცოდველობის შესაძლებლობის" მდგომარეობა გამუდმებული სიკეთის ქმნადობით უნდა გადაზრდილიყო "ცოდვის შეუძლებლობაში", მაგრამ ყოველივე ეს მოისპო ადამ და ევას მიერ ღვთის მცნების დარღვევის გამო.თუ პირველ ადამიანს შეეძლო "უცოდველობის შესაძლებლობის" "ცოდვის შეუძლებლობამდე" ამაღლება, ჩვენ იესო ქრისტ...