ცხონება, სასუფეველი, სამოთხე - ციტატები, გამონათქვამები
ცხონება, სასუფეველი, სამოთხე - ციტატები, გამონათქვამები ცხონება, სასუფეველი, სამოთხე, გამონათქვამები
ჩვენი ტანჯვა, მისი სიმძიმის მიუხედავად, არაფერია იმ საუკუნო ნეტარებასთან შედარებით, რაც ღმერთს ჩვენთვის აქვს გამზადებული.
ამიტომ უშვებს ღმერთი ჩვენზე სხვადასხვა ტკივილს, ზოგჯერ უიმედობამდეც კი, ჩვენც რომ გვქონდეს წილი საუკუნო განსვენებაში.
ნეტარია, ვინც დაითმენს განსაცდელს, რადგან გამოცდილებას შეიძენს და საუკუნო ცხოვრების გვირგვინს მიიღებს (იაკ. 1, 12).
ყველაფერი აქაური მარადიულთან შედარებით წყვდიადი და საძაგლობაა. ნეტავ, ღმერთმა სულიერი სიბრძნე მოგვმადლოს, რომ ყოველთვის მარადიული, უსაზღვრო სიკეთე – ტკბილი ღმერთი – ავირჩიოთ.