ყველაზე მძიმე ბრძოლა საკუთარ თავთან გვიწევს. ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში იცოდნენ ამ ჭეშმარიტების შესახებ. დანანებით ამბობს ალექსანდრე მაკედონელზე მისი ბიოგრაფი კვინტუს კურციუსი: "ის, ვინც ვერ გატეხა სპარსთა ურიცხვმა ლაშქარმა, დამარცხ...
იხილეთ სრულად
ყველაზე მძიმე ბრძოლა საკუთარ თავთან გვიწევს. ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში იცოდნენ ამ ჭეშმარიტების შესახებ. დანანებით ამბობს ალექსანდრე მაკედონელზე მისი ბიოგრაფი კვინტუს კურციუსი: "ის, ვინც ვერ გატეხა სპარსთა ურიცხვმა ლაშქარმა, დამარცხდა ვნებათაგან".
ჯვარცმის (ანუ განსაცდელის) გარეშე არ არსებობს აღდგომა და ამაღლება. და თუ ჩვენ გვსურს, ვიყოთ ქრისტიანნი, ვიყოთ ქრისტეში და ქრისტესთან, უნდა განვვლოთ ვნებისა და ტანჯვის გზა, რათა შემდეგ გამარჯვებულებმა უფალთან ერთად ჯოჯოხეთის შემუსვ...
იხილეთ სრულად
ჯვარცმის (ანუ განსაცდელის) გარეშე არ არსებობს აღდგომა და ამაღლება. და თუ ჩვენ გვსურს, ვიყოთ ქრისტიანნი, ვიყოთ ქრისტეში და ქრისტესთან, უნდა განვვლოთ ვნებისა და ტანჯვის გზა, რათა შემდეგ გამარჯვებულებმა უფალთან ერთად ჯოჯოხეთის შემუსვრა ვიზეიმოთ.
"შეურიგდით ღმერთს", - მოგვიწოდებს პავლე მოციქული. აი, გასაღები მშვიდობისა და სიყვარულისა. ამიტომაც წერს წმიდა იოანე ოქროპირი: "ქრისტიანი სხვებისაგან განსხვავებით მრავალი კეთილი თვისებით ხასიათდება, მაგრამ მათ შორის ყველზე დიდი და ...
იხილეთ სრულად
"შეურიგდით ღმერთს", - მოგვიწოდებს პავლე მოციქული. აი, გასაღები მშვიდობისა და სიყვარულისა. ამიტომაც წერს წმიდა იოანე ოქროპირი: "ქრისტიანი სხვებისაგან განსხვავებით მრავალი კეთილი თვისებით ხასიათდება, მაგრამ მათ შორის ყველზე დიდი და საუკეთესოა – უნარი ჭეშმარიტი ურთიერთსიყვარულისა და გამორჩეული სიყვარული მშვიდობისა".
ამა თუ იმ პიროვნებას ან საზოგადოებას, მორწმუნედაც რომ მიიჩნევდეს თავს, შეიძლება საფრთხე ორი უკიდურესობიდან დაემუქროს. პირველი – ეს არის ფანატიზმის, კარჩაკეტილობის, იზოლაციისა და თვითდაჯერებულობის მდგომარეობა, მეორე კი, პირიქით, მო...
იხილეთ სრულად
ამა თუ იმ პიროვნებას ან საზოგადოებას, მორწმუნედაც რომ მიიჩნევდეს თავს, შეიძლება საფრთხე ორი უკიდურესობიდან დაემუქროს. პირველი – ეს არის ფანატიზმის, კარჩაკეტილობის, იზოლაციისა და თვითდაჯერებულობის მდგომარეობა, მეორე კი, პირიქით, მომდინარეობს თავისუფლების უგუნური გაგებიდან, ზედმეტი ლიბერალიზმისა და ყველაფრის ნებადართულობის პრინციპიდან.
თუ პიროვნებას, ხალხს, სახელმწიფოს არა აქვს სწორი რელიგიური და ეროვნული იდეოლოგია, ლიბერალიზმი აუცილებლად მტრების სასარგებლოდ იმუშავებს და შინაგანად მთლიანად დაანგრევს ქვეყანას. ის უბიძგებს საზოგადოებას ფსევდოდემოკრატიისა და ცრუ თა...
იხილეთ სრულად
თუ პიროვნებას, ხალხს, სახელმწიფოს არა აქვს სწორი რელიგიური და ეროვნული იდეოლოგია, ლიბერალიზმი აუცილებლად მტრების სასარგებლოდ იმუშავებს და შინაგანად მთლიანად დაანგრევს ქვეყანას. ის უბიძგებს საზოგადოებას ფსევდოდემოკრატიისა და ცრუ თავისუფლებისკენ, გააუფასურებს ეროვნულ ღირებულებებს, დაარღვევს ფორმასა და შინაარსს სახელმწიფოებრივი ცხოვრებისა.
ისევე როგორც პიროვნების განსაცდელი, ერის განსაცდელიც ღვთისაგან მისი სულიერი ამაღლებისთვის ხდება. ახლა სწორედ ამ პროცესს გავდივართ და დარწმუნებული ვარ, ღვთის წყალობით, იგი იქცევა ზეცად აღმყვანებელ ჩვენს სულიერ კიბედ. ის კი, ვინც გა...
იხილეთ სრულად
ისევე როგორც პიროვნების განსაცდელი, ერის განსაცდელიც ღვთისაგან მისი სულიერი ამაღლებისთვის ხდება. ახლა სწორედ ამ პროცესს გავდივართ და დარწმუნებული ვარ, ღვთის წყალობით, იგი იქცევა ზეცად აღმყვანებელ ჩვენს სულიერ კიბედ. ის კი, ვინც გაურბის ღვთისაგან დაშვებულ ამ გამოცდას და იოლ გზას ეძებს, უარს ამბობს დიდების გვირგვინზე. ამიტომაც, მოვლენებს სულიერი თვალით უნდა შევხედოთ, უფრო ღრმა ანალიზი უნდა გავუკეთოთ ჩვენს ცხოვრებასა და საერთო ყოფას, რათა მართებული ...
ქრისტე აღდგა! ეს სიტყვები ჰიმნია უკვდავებისა, ჰიმნი ქრისტეს დიადი გამარჯვებისა, რომელიც ყველას საოცარი იმედითა და სიხარულით აღგვავსებს და ჩვენც, მოციქულ პავლესთან ერთად ვხმობთ: "სიკვდილო! სადა არს საწერტელი შენი? ჯოჯოხეთო! სადა...
იხილეთ სრულად
ქრისტე აღდგა!ეს სიტყვები ჰიმნია უკვდავებისა, ჰიმნი ქრისტეს დიადი გამარჯვებისა, რომელიც ყველას საოცარი იმედითა და სიხარულით აღგვავსებს და ჩვენც, მოციქულ პავლესთან ერთად ვხმობთ: "სიკვდილო! სადა არს საწერტელი შენი? ჯოჯოხეთო! სადა არს ძლევაი შენი?" (I კორ. 15,55).
სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებას სათავე იესო ქრისტეს ჯვარცმით დაედო. თუ გვსურს, ამ გამარჯვების თანაზიარნი გავხდეთ, სიკვდილ-სიცოცხლის საიდუმლოს უნდა ჩავსწვდეთ და გავაცნობიეროთ, რომ აღდგომა ქრისტესი გულისხმობს თითოეული ჩვენგანის, ზოგ...
იხილეთ სრულად
სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებას სათავე იესო ქრისტეს ჯვარცმით დაედო. თუ გვსურს, ამ გამარჯვების თანაზიარნი გავხდეთ, სიკვდილ-სიცოცხლის საიდუმლოს უნდა ჩავსწვდეთ და გავაცნობიეროთ, რომ აღდგომა ქრისტესი გულისხმობს თითოეული ჩვენგანის, ზოგადად ყველა იმ ადამიანის აღდგომასაც, ვინც იცავს უფლის მცნებებს და მისი მადლითაა აღვსილი, ანუ ვინც ქრისტეში ცხოვრობს.