ქრისტიანობაში სწორედ სათავეები უნდა ეძებოს ჭეშმარიტების პოვნის მსურველმა, იმ წყაროს უნდა მიაგნოს, რომელიც პირველქმნილი მადლით ავსებს მის მიმღებთ და შეურყვნელად იცავს მაცხოვრის სწავლებას. მადლობა ღმერთს, ჩვენი ქვეყანა უკვე 2000 ...
იხილეთ სრულად
ქრისტიანობაში სწორედ სათავეები უნდა ეძებოს ჭეშმარიტების პოვნის მსურველმა, იმ წყაროს უნდა მიაგნოს, რომელიც პირველქმნილი მადლით ავსებს მის მიმღებთ და შეურყვნელად იცავს მაცხოვრის სწავლებას.მადლობა ღმერთს, ჩვენი ქვეყანა უკვე 2000 წელია ამ წყაროსაა დაწაფებული და უხვად საზრდოობს მისი მაცოცხლებელი ძალით.
ნათელი ქრისტესი განანათლებს ყოველთა, რომელთაც სურთ ისმინონ ღვთის სიტყვა. უფლის მცნებები არის მანათობელი ჩვენი შინაგანი სამყაროსი. ისინი საშუალებას გვაძლევენ ჩავიხედოთ სულიერ სარკეში და დავინახოთ, თუ როგორნი ვართ სინამდვილეში; ავია...
იხილეთ სრულად
ნათელი ქრისტესი განანათლებს ყოველთა, რომელთაც სურთ ისმინონ ღვთის სიტყვა. უფლის მცნებები არის მანათობელი ჩვენი შინაგანი სამყაროსი. ისინი საშუალებას გვაძლევენ ჩავიხედოთ სულიერ სარკეში და დავინახოთ, თუ როგორნი ვართ სინამდვილეში; ავია თუ კარგი ჩვენი საქმიანობა, ჩვენი სიტყვა, ფიქრი და ზრახვა; ვართ თუ არა მართალნი საკუთარი თავის, ღვთისა და მოყვასის წინაშე.
ორი ათასი წელია კაცობრიობას საშუალება აქვს მიუკერძოებლად განსაჯოს თავისი თავი და სინანულით აღვსილმა მიიღოს შეწყალება უფლისაგან ცოდვათა გულწრფელი მონანიებით
"ადამიანის შინაგან სამყაროში უხილავი ბრძოლა მიმდინარეობს, რომელიც მთელი ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრების მანძილზე გრძელდება. მისი შედეგი მთლიანად არის დამოკიდებული იმაზე, თუ ვის ეკუთვნის ჩვენი სული, ვისთან და რასთან არის იგი კავშირსა დ...
იხილეთ სრულად
"ადამიანის შინაგან სამყაროში უხილავი ბრძოლა მიმდინარეობს, რომელიც მთელი ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრების მანძილზე გრძელდება. მისი შედეგი მთლიანად არის დამოკიდებული იმაზე, თუ ვის ეკუთვნის ჩვენი სული, ვისთან და რასთან არის იგი კავშირსა და ერთობაში", - წერს ღირსი მამა მაკარი დიდი.
უფალი ხედავს ჩვენს ყოველ ნაბიჯს, აზრის ყოველ მოძრაობას, იცის ჩვენი შესაძლებლობანი და თუ ძალიან გაგვიჭირდება, ჩვენს ჯვარს იტვირთებს და შეგვიმსუბუქებს სიმძიმეს მისას. ქრისტეს გზა ვიწროა და ეკლიანი, მაგრამ ერთადერთია და გადამრჩენელი....
იხილეთ სრულად
უფალი ხედავს ჩვენს ყოველ ნაბიჯს, აზრის ყოველ მოძრაობას, იცის ჩვენი შესაძლებლობანი და თუ ძალიან გაგვიჭირდება, ჩვენს ჯვარს იტვირთებს და შეგვიმსუბუქებს სიმძიმეს მისას. ქრისტეს გზა ვიწროა და ეკლიანი, მაგრამ ერთადერთია და გადამრჩენელი. იგი ჯვარცმაა, მაგრამ აღდგომაც არის.