ქრისტიანული, ეკლესიური ცხოვრება - ციტატები, გამონათქვამები
ქრისტიანული, ეკლესიური ცხოვრება - ციტატები, გამონათქვამები ქრისტიანული, ეკლესიური ცხოვრება
ჩვენ ერთმანეთს ხანგრძლივ და ჯანმრთელ სიცოცხლეს ვუსურვებთ ხოლმე და ამისათვის მეტ-ნაკლებად ყველანი ვზრუნავთ, მაგრამ ყველა არ ზრუნავს იმისათვის, რომ სწორად, ღვთისნიერად იცხოვროს
ოჯახის წევრები უნდა იცავდნენ ეკლესიურ წესებს: უნდა მარხულობდნენ, სახლში ყოველდღიურად უნდა ლოცულობდნენ, აუცილებელია შაბათ-კვირას და დღესასწაულის დღეებში ეკლესიაში სიარული, სინანულითა და აღსარების საიდუმლოს მადლით ცოდვათაგან სულის გ... იხილეთ სრულად
ვინც სულიერად ეკლესიაში დაიბადა და გაიზარდა, ვერ მოერევა სასოწარკვეთა, შური, ეჭვი, შიში და გაუტანლობა, რადგან უფალი არის მასთან და მადლი ღვთისა იცავს მას.
მარტო ეკლესიაში სიარული არ არის საკმარისი. ამასთანავე აუცილებელია, რომ პიროვნებამ აქტიური ქრისტიანული ცხოვრებით იცხოვროს და სიტყვით თუ საქმით სიკეთის თესვას ეცადოს.
ეს არ არის უბრალო რიტუალი; იგი შეერთებაა პიროვნებისა მაცხოვართან, მისტიური ცენტრია, როგორც ქრისტიანული ცხოვრებისა, ისე მთელი ღვთისმსახურებისა. ზიარების წინა ყველა ლოცვა ამზადებს ადამიანს ყოველთა ხილულთა და უხილავთა შემოქმედთან მია... იხილეთ სრულად
მორწმუნე აუცილებლად უნდა მისდევდეს ეკლესიური ცხოვრების წესს, იცავდეს და ასრულებდეს მარხვის, ლოცვის, ნათლობის, აღსარების, ზიარების, სახლის კურთხევის, ჯვრისწერისა და სხვა საიდუმლოებებს, რომელთა გარეშე შეუძლებელია განწმენდა.