სიყვარული მოყვასისადმი - ციტატები, გამონათქვამები
სიყვარული მოყვასისადმი - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული მოყვასისადმი, გამონათქვამები
უბედურის დანახვისას ყურადღებას ნურაფერს მივაქცევთ, მისი უბედურების გარდა
ის კი არ დაგამცირებს, თუ შენი მოყვასის მიმართ გამოიჩენ პატივისცემასა და სიყვარულს, თუნდაც იგი შენზე დაბალ საფეხურზე იდგეს გონებით, წოდებით, მდგომარეობითა და ზნეობით, არამედ ის - თუ ამას არ გამოიჩენ.
ზოგი ღარიბულ ქოხში ცხოვრობს, მაგრამ მისი სული შესაძლოა, სამგვამოვანი ღმერთის სამყოფელი იყოს.
ოქროსშემცველი მიწის გროვის შემყურე უცოდინარს სძაგს იგი, ხოლო ვინც იცის, არ სძულს - მისი შემცველი ოქროს ნამცეცების გამო. ამის მსგავსად, როდესაც უყურებ ადამიანს, რომელსაც აქვს არასასიამოვნო გარეგნობა - გაუნათლებლობის, უხეშობის, უწეს... იხილეთ სრულად
ყველაზე უკანასკნელი ადამიანიც კი სხვა ყველა ქმნილებაზე მნიშვნელოვანია
ვისაც ქრისტე არ უყვარს, მას არ სწამს მისი; მაცხოვარი არ უყვარს მას, ვისაც თავისი მოყვასი არ უყვარს.
რატომ ამბობ უარს მოყვასის სიყვარულზე, როდესაც ქრისტეს თავის სიცოცხლეში არ უთქვამს მისთვის უარი?