რწმენა - ციტატები, გამონათქვამები
რწმენა - ციტატები, გამონათქვამები რწმენა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ადამიანი, რომელსაც არ სწამს ღმერთი და მომავალი ცხოვრება, ვერასდროს იქნება ისეთი მორჩილი და მამაცი, როგორიც ის, ვისაც ეს რწმენა აქვს.
არქიმედე მოითხოვდა, მიეცათ მისთვის საყრდენი წერტილი და სამყაროს ამოაბრუნებდა. იესო ქრისტემ დაადგინა ასეთი წერტილი და მისი მეშვეობით განაახლა მიწის პირი. ესაა რწმენა, რომლის შესახებაც თავად ამბობდა: ვისაც ექნება მდოგვის მარცვლისოდე... იხილეთ სრულად
რელიგია დედის წიაღია, საიდანაც გამოვიდა კაცობრიობის მთელი სულიერი ცხოვრება; კაცთა მოდგმის მთელი მაღალი კულტურა რელიგიის შვილია.
სხვა რა აქვს ადამიანს, თუ მას ღვთისა და სულის უკვდავების რწმენა არ გააჩნია? - არაფერი, ნამდვილად არაფერი.
წმიდა რწმენა ზეცაში გახსნილი გზაა არა მხოლოდ მარადიულ ცხოვრებასთან მიმართებაში, არამედ - დროებითშიც.
რამდენად გულგაციებულია ჩვენი საზოგადოება ქრისტიანობაზე, ეს გვიჩვენა ჩვენმა მახლობელმა წარსულმა. ამ რვა-ცხრა წლის წინათ საკმარისი იყო მთელი სოფლისთვის ებრძანებინა იქვე გაზრდილს და უსწავლელ ბიჭს "ცეცხლში ჩაყარეთ წმიდა ხატები, საქონე... იხილეთ სრულად
ვისაც ღვთისადმი რწმენა არა აქვს, ის ადამიანებს შორის არანაირ რწმენას არ იმსახურებს.
ჩვენი არსებობის სიმტკიცე, ჩვენი ცხოვრების ზღუდე, ჩვენი მოქალაქეობის თავდები სარწმუნოებაა და თუ ამ ზღუდეს შემოვიძარცვამთ, თუ ამ გალავანს დავარღვევთ და დავანგრევთ, წინდაწინ უნდა ვიცოდეთ, რომ დაუნდობელ-გაუკითხავი ქვეყნის ქარტეხილი ბუ... იხილეთ სრულად
განა შესაძლებელია ადამიანური საზოგადოებისა და სამართლიანობის რაიმე იდეის არსებობა, თუკი შეწყდება ღვთისმოსაური დამოკიდებულება უფალთან მიმართებაში?