139. ვინც უბადრუკია და არ ძალუძს, რომ ავნოს ვინმეს, კეთილმსახურთა შორის არ ჩაითვლება, მაგრამ ვისაც ზიანის მოტანა შეუძლია და თავის ძალას ბოროტებისთვის არ იყენებს, არამედ ინდობს მასზე უფრო მდაბალთ, რადგან კეთილმსახურებს იგი ღმერთს, ...
იხილეთ სრულად
139. ვინც უბადრუკია და არ ძალუძს, რომ ავნოს ვინმეს, კეთილმსახურთა შორის არ ჩაითვლება, მაგრამ ვისაც ზიანის მოტანა შეუძლია და თავის ძალას ბოროტებისთვის არ იყენებს, არამედ ინდობს მასზე უფრო მდაბალთ, რადგან კეთილმსახურებს იგი ღმერთს, ამგვარი ვინმე სიკვდილის შემდეგაც სიკეთეთა უკუმიგების წიაღში იქნება.
100. სიკეთეებს ადამიანი იღებს ღვთისგან როგორც კეთილისგან, რადგან სწორედ ამის გამო შექმნა იგი ღმერთმა. რაც შეეხება უკეთურებებს, ისინი თვით ადამიანმა მოუზიდა თავის თავს თავისივე თავისგან და თავისვე თავში არსებული ბოროტებისგან, სიამე...
იხილეთ სრულად
100. სიკეთეებს ადამიანი იღებს ღვთისგან როგორც კეთილისგან, რადგან სწორედ ამის გამო შექმნა იგი ღმერთმა. რაც შეეხება უკეთურებებს, ისინი თვით ადამიანმა მოუზიდა თავის თავს თავისივე თავისგან და თავისვე თავში არსებული ბოროტებისგან, სიამეთმოსურნეობისგან და უგრძნობელობისგან.
ყოველგვარი სიკეთე ღმრთისაგან იღებს დასაბამს. გულისსიტყვა არ ხდება კეთილი, თუ იგი ღმრთისაგან არ არის, და - ბოროტი თუკი ეშმაკისგან არაა. ამრიგად, რაც უნდა კარგი გაიფიქრო, თქვა, გააკეთო - ყველაფერი ეს ღმრთის ნიჭისგანაა. "ყოველი ნიჭი ...
იხილეთ სრულად
ყოველგვარი სიკეთე ღმრთისაგან იღებს დასაბამს. გულისსიტყვა არ ხდება კეთილი, თუ იგი ღმრთისაგან არ არის, და - ბოროტი თუკი ეშმაკისგან არაა. ამრიგად, რაც უნდა კარგი გაიფიქრო, თქვა, გააკეთო - ყველაფერი ეს ღმრთის ნიჭისგანაა. "ყოველი ნიჭი სრული ზეგარდამო არს". ყველაფერი ღმრთის ნიჭისგანაა, ჩვენი საკუთარი არა გვაბადია რა