თავმდაბლობა - ციტატები, გამონათქვამები
თავმდაბლობა - ციტატები, გამონათქვამები თავმდაბლობა, გამონათქვამები, ციტატები
სულიერი სიგლახაკე და გულის შემუსვრილება უგონიერესთა თვისებაა, ეს არის ღვთაებრივი სიდიადის წინაშე საკუთარი არარაობის გაცნობიერება.
გონიერი ადამიანი თავმდაბალია, თავმდაბალი კი ამ სათნოების წყალობით გონიერი ხდება.
სატანურ ლოგიკას ჩვენ ზეციური ლოგიკა უნდა დავუპირისპიროთ; სატანურ სიცრუეს - ჭეშმარიტება; მის ღვთისმგმობელობას - უფლისა და ადამიანისადმი სიყვარული; ამპარტავნებასა და ქედმაღლობას კი - სიმდაბლე და მორჩილება.
ამპარტავანი სხვებს ასწავლის ჭკუას, თავად კი მათგან რჩევასაც არ მიიღებს. თავმდაბალს არა აქვს სხვისი განსწავლის სურვილი, მას თავად სურს სხვისგან მიიღოს რჩევა-დარიგება.
მოწყალება სიმდაბლით უნდა გაიღო, და ის, ვისთვისაც გასცემ, შენს თავზე უმჯობესად ჩათვალო.
ისწავლე უბრალო ადამიანების პატივისცემა, უფლის სასუფეველშიც ხომ უმეტესობა ასეთია, მათ არ სჩვევიათ ამპარტავნება, რაც მდიდართა და ამქვეყნის ძლიერთა სენია.
დამდაბლებით, ცხოვრების ქურაში გატარებით, ამპარტავნებისა და პატივმოყვარეობის ცოდვისგან გვკურნავს მაცხოვარი და გვეხმარება, რომ თავმდაბლობა, შინაგანი სიმშვიდე და წონასწორობა მოვიპოვოთ.
სრული და ყოვლის მიმტევებელი სიყვარული სიმდაბლით უნდა მოვიპოვოთ. სიმდაბლის სწორუპოვარი მაგალითი თვით მაცხოვარმა გვიჩვენა. ქვაბსა ბეთლემისასა იშვა მხსნელი ქვეყნისა; ბაგასა შინა მიაწვინეს, რამეთუ "არა იყო... ადგილი სავანესა მას" (... იხილეთ სრულად
სიმდაბლე საკუთარი თავის შეცნობით მოიპოვება, სიყრმითგან ჩადენილი ცოდვების მხილებითა და აღიარებით.