სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) - ციტატები, გამონათქვამები
სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) - ციტატები, გამონათქვამები სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის ნაწილი)
30. კეთილი და ღვთისმოყვარე კაცები უკეთურებაში მაშინ ამხილებენ ადამიანებს, როდესაც ისინი მათთან პირისპირ არიან, მაგრამ თუ არ არიან მათთან, არ კიცხავენ, ამასთან არც სხვებს აძლევენ იმის ნებას, რომ შეეცადონ მათზე რაიმეს თქმას
31. ურთიერთსაუბრებისას განიშორეთ ყოველგვარი უხეშობა, რადგან მოკრძალებასა და კეთილგონიერებას მოაზროვნე ადამიანების დამშვენება უფრო მეტად ძალუძთ, ვიდრე ქალწულებისა, ვინაიდან ღვთისმოყვარე გონება სულის გამაბრწყინებელი სინათლეა, ისევე ... იხილეთ სრულად
32. ყოველი სულიერი ვნების მოწევნისას გახსოვდეს, რომ ისინი, რომელბიც მართლაზროვნებენ და სურთ, რომ ყოველივე საკუთარი ჯეროვნად და უსაფრთხოდ განაგონ, არათუ ხრწნადი ნივთების ლფობას მიიჩნევენ საწადელად, არამედ - მართებულ და ჭეშმარიტ სწა... იხილეთ სრულად
36. ვინც უბედურებად მიიჩნევს ფულის, შვილების, მონების, კიდევ სხვა რამ ავლადიდების დაკარგვას, იცოდეს მან, რომ, პირველ რიგში, ის იკმაროს, ღვთით რაც ებოძა, შემდეგ კი, რაჟამს დასჭირდება ამ ყოველივეს უკუმიგება - მზვაობითა და კეთილგანწყ... იხილეთ სრულად
35. ვინც უნდა იყოს ხელისუფალი, რომელიც მძლავრობს ჩვენზე, რომ აღვასრულოთ უღირსი და სულის მავნებელი საქმეები, ვერ ეუფლება ჩვენს სულს, თვითუფლებრივად რომ შექმნილა. ამგვარი მოძალადენი სხეულს ატუსაღებენ, მაგრამ არა ჩვენს არჩევანს, რომლ... იხილეთ სრულად
34. ისინი, რომლებიც მისდევენ სათნოებითსა და ღვთისმოყვარე მოღვაწეობას, ეშურებიან სულის სათნოებებს, როგორც მათ პირად მონაპოვარსა და მარადიულ შვებას, წუთიერთაგან კი ისე იშვებენ, როგორც ეს ნებადართულია და როგორც თვით ღმერთს მოუცია და ... იხილეთ სრულად
33. არ შეჰფერით არამდგრად და განუსწავლელ ადამიანებს, გამოსცადონ შერაცხილნი, ხოლო შერაცხიილი ის კაცია, ვინც სათნოა ღვთისთვის, ვინც ბევრს მდუმარებს ან, თუ საუბრობს, მხოლოდ მცირედს, საჭიროს და ღვთისთვის სათნოს
37. ღირსეული ადამიანის საქმე ისაა, რომ არ გაყიდოს მან თავისუფალი ნება ქონების მოხვეჭაზე ფიქრით, თუნდაც რომ მეტად ბევრი იყოს, რაც მას ეძლევა, რადგან სიზმარს ჰგავს ყოფა და სიმდიდრესაც ბინდისფერი და ჟამმოკლე ზმანებანი აქვს
41. არ შეჰფერით ადამიანთა შორის შედარებით უუნაროებს, რომ თავიანთ თავს იმედი გადაუწურონ, მცონარება გამოიჩინონ ღვთისმოყვარე და სათნოებითი მოღვაწეობის მიმართ და უგულებელყონ იგი როგორც მათთვის მიუღწეველი და მიუწვდომელი. პირიქით, მართე... იხილეთ სრულად
40. შესაძლებელია, რომ გახდე კეთილი და ბრძენი კაცი, თუმცა არა მყისიერად, არამედ გარჯილობითი გულმოდგინებით, ცხოვრებით, გამოცდილებით, ჟამით, ღვწით და კეთილი საქმის მოწადინებით, ხოლო კეთილი და ღვთისმოყვარე ადამიანი ისაა, ვინც ჭეშმარიტ... იხილეთ სრულად