წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები - წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) |
ნუ დასცხრები, ვიდრე არ იგრძნობ, რომ ცეცხლი და წყალი კვლავ გიბრუნდება, რადგან მთელი შენი ცხოვრების განმავლობაში შესაძლოა, ცოდვათა შენდობისათვის უკეთესი შემთხვევა აღარ მოგეცეს
სისასტიკეა მწყურვალს პირთან მიტანილი წყალი გამოსტაცო და რაოდენ უმეტესი სისასტიკეა, რომ გულმოდგინე, ლმობიერად მლოცველ მონაზონს ვინმემ ხელი შეუშალოს და დასრულებამდე შეაწყვეტინოს ლოცვა
კარგი ცხენი სიარულისა და გახურების შემდეგ უკეთესად დარბის; სირბილში ლოცვის საგალობლებს ვგულისხმობ, ხოლო ცხენში - მხნე გონებას. ასეთები შორიდანვე შეიცნობენ ბრძოლის მოახლოებას, ემზადებიან და ამის გამო თითქმის უძლეველნი არიან
შედეგი ლოცვისა ყოველგვარი ეჭვისგან ათავისუფლებს; შედეგი არის უეჭველი მიხვედრა იმისა, რაც არ ვიცოდით.
ვინც საკუთარ თავში უფალი მოიპოვა, ის საკუთარი სიტყვებით უკვე აღარ ლოცულობს, არამედ, სულიწმიდა ლოცულობს მისთვის და მასში - "სულთქმითა მით უსიტყველითა"
ზოგიერთი ამბობს, რომ სიკვდილის ხსოვნა ლოცვაზე აღმატებულია; მე კი ერთ გვამოვნებას ორ - ბუნებოვნებით ვადიდებ
მეტისმეტად მოწყალე უნდა იყო, თუ წმინდა ლოცვას ეძიებ, რადგან მის მიერ მონაზვნები ჯერ კიდევ ამქვეყნად "მიიღებენ ასეულად", ხოლო მომავალ საუკუნეში დანარჩენს მოიპოვებენ
როდესაც სულში მხურვალების ცეცხლი გაჩაღდება, მაშინ აღდგება და აღემართება ლოცვა, ხოლო, როდესაც ლოცვა აღდგება და ზეცისკენ აღემართება, სულის ქოხში საღმრთო მადლის გარდამოსვლა აღესრულება