წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

აღსრულება ქრისტეს მცნებათა მოითხოვს ჩვენგან დაუძინებელსა შრომასა და შეურყეველსა მხნეობასა აღსრულება ქრისტეს მცნებათა მოითხოვს ჩვენგან

კაცი უქმად დროების გამტარებელი, სხვის ნაშრომს სჭამს, ქვეყანას სიმდიდრეს აკლებს და მაგიერს არაფერს შემატებს. ერთი სიტყვით, იგი არის კაცი მავნებელი საზოგადოებისა. კაცი უქმად დროების გამტარებელი, სხვის ნაშრომს

მცონარესა კაცსა არ უყვარს თავის შეწუხება. მას ეზარება თვისი გულის გასინჯვა და ძალის დატანება. ამისთვის გული მისი არის გაქვავებული და ყრუ ყოვლისა კეთილისა საქმისათვის. მცონარესა კაცსა არ უყვარს თავის შეწუხება. მას

გულითა თვისითა კაცმან უნდა შეიყვაროს ყოველი კეთილი საქმე და ქველისმოქმედება, გარნა ეს შეიძლება მაშინ, როდესაც გული კაცისა არის დამუშაკებული და გაწვრთნილი დაუცხრომელითა მეცადინეობითა და შრომითა. გულითა თვისითა კაცმან უნდა შეიყვაროს ყოველი

წარმოიდგინე ცხოვრება ზარმაცისა და უქმის კაცისა. მას ღმერთმა მისცა ჭკუა, გარნა ჭკუა მისი არ არის გაშლილი სწავლითა, არ არის გართული სასარგებლოთა საქმეთა შინა, იგი არ ჰფიქრობს მას ზედა, რომ ქვეყნის სასარგებლო საქმეს შეუდგეს, იგი არის გართული ჭორთა, კაცის განკითხვათა და სხვათა ამის მზგავსთა ჩვეულებათა შინა. ეს მისთვის, რომელ ჭკუა კაცისა ეძიებს რომელსამე საზრდოსა, ყოველთვის უქმი და დაძინებული ვერ გასძლებს და თუ კარგს საქმეში არ არის გართული, უეჭველად გაებმება ცუდთა საქმეთა შინა. მზგავსად ჭკუისა, სხვანიცა უქმად მყოფნი კაცის ნიჭნი და ძალნი არიან დამდაბლებულნი და გაფუჭებულნი. წარმოიდგინე ცხოვრება ზარმაცისა და უქმის

უქმად და უსარგებლოდ გატარება ცხოვრებისა მისთვის არის დიდი ცოდვა, ძმანო ქრისტიანენო, რომელ ღმერთმა ეს სიცოცხლე მოგვცა ჩვენ არა შვებისა და ლხინისათვის, არამედ უმეტეს შრომისა, მეცადინეობისა და მოღვაწეობისათვის. კაცი, რომელი თვისსა ცხოვრებასა ატარებს ყოველთვის უქმად, არის წინააღმდეგი ღვთისა და წინააღმდეგი საკუთარისა თვისისა ბუნებისა. უქმად და უსარგებლოდ გატარება ცხოვრებისა

სულის ცხოვნებისათვის არ არის საკმაო ის, როდესაც კაცი მხოლოდ ცუდსა საქმესა ერიდება და კეთილი საქმის ქმნას არ ჰცდილობს, არამედ ისიც საჭირო არის, რომ კეთილი საქმე რაიმე აღასრულოს კაცმა. სჩანს, რომელ ისიც დიდი სულის წარმწყედელი ცოდვა არის, როდესაც კაცს შეუძლია კეთილი საქმის ქმნა და იგი კი უქმად და უსარგებლოდ ატარებს ცხოვრებასა თვისსა. სულის ცხოვნებისათვის არ არის საკმაო ის

კაცის ცხოვრება გაგრძელდება მომავალსა საუკუნესა შინა. ღარიბი, რომელი აქ ითმენს და სულგრძელ არს, მიიღებს იქ თვისსა ჯილდოსა; მდიდარი, უწყალო და ურწმუნო დაისჯება მომავალსა ცხოვრებასა შინა. მომავალი ცხოვრება რომ არ იყოს, მაშინ კი სწორედ უგუნური, აუაზრო და მახინჯური იქმნებოდა ცხოვრება და ბედი კაცისა ქვეყანასა ამას ზედა. მაშინ ღარიბს და ბედკრულს კაცს თავის ბედის წყევისა და გინების მეტი აღარაფერი საშუალება არ დარჩებოდა ამ ქვეყანაზე. გარნა, მადლობა ღმერთს, მომავალსა საუკუნესა შინა გასწორდება ყოველი. აქაური უმართლო საქმე, იქ გამართლდება, იქ მოიმკის ყოველი კაცი რაიცა აქ დასთესა კაცის ცხოვრება გაგრძელდება მომავალსა

საკვირველი მოქმედება აქვს სარწმუნოებასა და სასოებასა გულსა შინა კაცისასა. გლახაკსა, ღარიბსა, დავრდომილს ლაზარეს (შდრ. ლუკ. 16, 19-31) სარწმუნოება ესოდენ აღამაღლებს და განსწმედს, რომელ თუმცა სხეული მისი არის უსახო და წყლულებითა აღვსებული, გარნა სულითა და გულითა იგი დაემსგავსა ანგელოზთა ცათასა, მაშინ ოდესაც მდიდარი კაცი, შემოსილი ბრწყინვალედ ბისონითა და ოქრომკედითა, დაემსგავსა სულითა და ყოფაქცევითა უგუნურსა პირუტყვსა მისთვის, რომ იგი იყო მოკლებული სარწმუნოებასა, არ ახსოვდა მას მომავალი ცხოვრება. საკვირველი მოქმედება აქვს სარწმუნოებასა და

სიმდიდრე არის ღვთისაგან მოცემული დიდი ნიჭი, რომელი კაცმა უნდა მოიხმაროს ღვთის მსახურებისათვის და მოყვასთა თვისთა ბედნირებისათვის. სიმდიდრე არის ღვთისაგან მოცემული დიდი ნიჭი

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

1