ამაოდმეტყველება, უქმადმეტყველება - ციტატები, გამონათქვამები

ამაოდმეტყველება, უქმადმეტყველება - ციტატები, გამონათქვამები ამაოდმეტყველება, უქმადმეტყველება

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

მიმოწერა მაქვს ნაცნობებთან, წერილებში ბევრი ფუჭი სიტყვებია...
თქვენივე სიმშვიდისათვის უკეთესი ხომ არ იქნებოდა თავი დაგენებებინათ ყოველნაირი მიმოწერისათვის, რომელიც ღვთის სიტყვასთან შესაბამისობაში არ მოდის?! (განდეგილი გიორგი ზადონელი)
თქვენივე სიმშვიდისათვის უკეთესი ხომ არ

სამსჯავროს დღეს მხოლოდ უქმადმეტყველებისათვის მოგვეთხოვება პასუხი?
სამსჯავროს დღეს ანგარიშის ჩაბარება მარტო უქმადმეტყველებისთვის კი არ მოგვიხდება, არამედ ამაო და უსაგნო საუბრების მოსმენის გამოც.
სამსჯავროს დღეს ანგარიშის ჩაბარება მარტო

როგორ მნახველებს უნდა ვერიდოთ?
უნდა ვერიდოთ ისეთ მნახველებს, რომლებიც ამაო, ამსოფლიურ, უსარგებლო საუბრებს გვახვევენ თავს.
უნდა ვერიდოთ ისეთ მნახველებს, რომლებიც ამაო

როგორ უნდა ვიქცეოდეთ საუბრისას?
საუბრისას მეტი მოისმინე, ნაკლები ილაპარაკე.
საუბრისას მეტი მოისმინე, ნაკლები ილაპარაკე

რა განსხვავებაა წმინდანთა და ცოდვილთა საუბრებს შორის?
წმინდანთა საუბარი მხოლოდ ღმერთს შეეხება და ღვთისათვის არის სათნო, ცოდვილთა კი - წუთისოფელს. მათ ერთად სწყინდებათ
წმინდანთა საუბარი მხოლოდ ღმერთს შეეხება და

როგორ მოსწონს მტერს ჩვენი სასულიერო საუბრები?
ეშმაკს სიამოვნებს უქმადმეტყველება და მტერია ყოველგვარი სულიერი სწავლებისა. ერთი წმიდა მამა შემდეგ მაგალითზე მიუთითებდა: "როდესაც ზოგიერთ ძმას სულისათვის სასარგებლოზე ვესაუბრებოდი, ისეთი ძილქუში ემართებოდა ხოლმე, რომ ქუთუთოებს ვეღარ ამოძრავებდა".
ეშმაკს სიამოვნებს უქმადმეტყველება და მტერია

სასარგებლოა თუ არა ხშირი ურთიერთობა განსხვავებულ ადამიანებთან?
განურჩევლად ყველასთან ურთიერთობა არ უნდა გვქონდეს, რათა სხვადასხვა ჯურის საშიში საუბრებიდან რაიმე ზიანი არ მივიღოთ (წმ. თეოფანე დაყუდებული). სულს უსიტყვო, მხოლოდ აზრობრივი საუბრებიც კი აღონებს.
განურჩევლად ყველასთან ურთიერთობა არ უნდა

როგორ მოვიქცე მოყვასთან საუბრის შემდეგ?
საუბრის შემდეგ ეცადე გაიხსენო ყველაფერი, რათა ცუდი და ცარიელი სიტყვები მოინანიო ღვთის წინაშე; მომავალში კი არ დაუშვა ეს შეცდომა; სულისთვის სასარგებლო სიტყვები კი გაიმეორე, როდესაც საჭირო იქნება.
საუბრის შემდეგ ეცადე გაიხსენო ყველაფერი, რათა

როდის განგვეშორება სულიწმიდის მადლი?
იცოდეთ, რომ სულიწმიდის მადლი ისე არაფით განგეშორებათ, როგორც ფუჭი საუბრებით.
იცოდეთ, რომ სულიწმიდის მადლი ისე არაფით

როგორ ვუყუროთ ხანგრძლივ საუბრებს?
წმიდა არსენს არ უყვარდა, როდესაც ისინი, რომლებსაც იშვიათად იღებდა, დიდხანს დაყოვნებულიყვნენ მასთან. ის ამბობდა, საუბრის დასაწყისში მათ ვუყურებ, როგორც ანგელოზებს, ბოლოს კი, როგორც მაცდუნებლებსო.
წმიდა არსენს არ უყვარდა, როდესაც ისინი

ამაოდმეტყველება, უქმადმეტყველება

2