მრავლისმეტყველება - ციტატები, გამონათქვამები
მრავლისმეტყველება - ციტატები, გამონათქვამები მრავლისმეტყველება, გამონათქვამები, ციტატები
დაიცევ კარი პირისა შენისაი, რომელ არს ენაი შენი, რამეთუ უფროისნი ცოდვანი ენისა მიერ შეითხზვიან; ნუუკუე იტყვი, ვითარმედ მცირესა სიტყვასა ვიტყოდეო. იხილე, რავდენნი განსაცდელნი შეუდგან სიტყვასა, ძმაო
მრავალსიტყვაობას არ დაეჩვიო, სჯობს ნაკლები ილაპარაკო, მდუმარება კი სულის სიმდიდრეა. ბევრ ლაპარაკს თუ მიეჩვევი, იესოს ლოცვასაც მალე დაკარგავ და შენს სულსაც დაქანცავ და უთუოდ ბევრ სხვა რამესაც ავნებ. რადგან მრავალსიტყვაობაში ცოდვას ... იხილეთ სრულად
თუნდაც მარტო ბევრი საუბარი ჩვენი საწინააღმდეგო სულისკვეთების ადამიანებთან საკმარისია შინაგანი მშვიდობის დასარღვევად. მაგრამ ყველაზე დასანანი ის არის, რომ ამის შედეგად შეიძლება ჩაქრეს ის ცეცხლი, რომლის დასანთებადაც კაცთა გულებში უფ... იხილეთ სრულად
უმაქნისი მონაზონი მრავალმეტყველებაში გამოცდილი და გულმოდგინეა, ხოლო როდესაც კითხვის დრო მოახლოვდება, თვლემას თავს ვეღარ აღწევს.
მრავლისმეტყველება ის ტახტრევანია, რომელზედაც პატივმოყვარეობას დაჯდომა და თავისმოწონება სჩვევია
ბევრს არ ძალუძს საგოზავის გარეშე წყალი გააჩეროს ჭურჭელში და კიდევ უფრო ცოტაა ისეთი, რომელსაც ბაგის შეუკვებლობის შეკავება შეუძლია. ღვთის მიერ კი ყველაფერი შესაძლებელია
ვინც ციდან გარდამოსრული ცეცხლის მხურვალება შეიცნო, ხალხმრავალ ადგილებს ისე გაურბის, ვით ფუტკარი - კვამლს. რადგან როგორც ფუტკრისთვისაა საძულველი კვამლი, ასევე მათთვის ხალხმრავლობაა აუტანელი.