შიში - ციტატები, გამონათქვამები
შიში - ციტატები, გამონათქვამები შიში, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
შიში განუყოფელია დანაშაულისა და ცოდვისაგან; ამიტომაც იგი ჩვენი ცხოვრების თანმდევია; ამქვეყნიურ საზრუნავში დანთქმულ ადამიანს ეშინია სხვისი და საკუთარი თავის, ხვალინდელი დღის, უცხო გარემოსი, მტრების; ეშინია სნეულების, შიმშილის, უსახ... იხილეთ სრულად
ცოდვასთან ერთად ადამიანის სულში შემოდის შიში. ეს ჯერ კიდევ სამოთხეში მოხდა: ადამმა დარღვია რა მცნება, სურდა დამალვოდა უფალს და მერეღა აღიარა, რომ ასე შიშის გამო მოიქცა.
ცხოვრებას, რომლითაც ცოდვით დაცემის შემდეგ ცხოვრობდა ადამიანი, არ შეიძლება, ცხოვრება ეწოდოს, არამედ – სიკვდილი ან უფრო უკეთ - მომავალი ტანჯვის საწინდარი. წმიდა იოანე ოქროპირი "შესაქმეს" მე-20 თავს ასე განმარტავს: "მემრუშე, მეძავი, ... იხილეთ სრულად
ცოდვის მსახური ადამიანი მჭმუნვარე და მშფოთვარე ცხოვრებით ცხოვრობს, როგორც კაენი, რომელიც ძმის მკვლელობის შემდეგ შიშისგან ერთიანად აცახცახდა. მას ეჩვენებოდა, რომ მთები კანკალებდნენ და მიწა ირყეოდა. ამის გამო ადგილს, სადაც იგი დასახ... იხილეთ სრულად
ხშირად შიში სიკვდილის მიზეზიცაა. ადამიანი კლავს სხვას, რათა შეიქმნას თავისთვის ისეთი გარემო, სადაც მისი აზრით, ნაკლებად იქნება შიში, სინამდვილეში კი იგი სწორედ სიკვდილის შიშის გამო თესავს სიკვდილს ისევე, როგორც ბატონის ძალადობას ძ... იხილეთ სრულად
უნდა გეშინოდეთ მხოლოდ ღვთისა. შიში უფლისა არის სათავე სიბრძნისა, რადგან იგი გვიცავს ცოდვათაგან. სხვა ყოველგვარი შიში პიროვნების დამთრგუნველია და ბოროტის იარაღს წარმოადგენს.
13. "შიშმა შემიპყრო და ყოველი ძვალი ჩემი შეძრწუნდა" (იობ. 4, 15). - ამბობდა ელიფაზი მტრის ამ მზაკვრობის შესახებ და ამასვე ვამბობ მეც.
სადაც შიში გიპყრობს, იმ ადგილას ღამით მისვლას ნუ დაიზარებ, რადგან თუკი ეშმაკს დაუთმობ, ეს დასაგმობი და ბავშვური თვისება შეგაბერდება.
ყველა მშიშარა ამპარტავანია, მაგრამ ყველა უშიშარი მდაბალი არ არის, რადგან ავაზაკები და საფლავის მბზარავები ადვილად არ კრთიან