ვისაც სულიერი თვალი აეხილება, ხორციელ სიკვდილში შეიცნობს მარადიულ სიცოცხლეს და მიწიერ ყოფაში, - მარადიული სიკვდილის საშიშროებას. ამიტომაც მისთვის გადამრჩენელი ხდება შიში ღვთისა, რათა ცოდვა მოიძულოს, სიკეთეში განმტკიცდეს და სინანულ...
იხილეთ სრულად
ვისაც სულიერი თვალი აეხილება, ხორციელ სიკვდილში შეიცნობს მარადიულ სიცოცხლეს და მიწიერ ყოფაში, - მარადიული სიკვდილის საშიშროებას. ამიტომაც მისთვის გადამრჩენელი ხდება შიში ღვთისა, რათა ცოდვა მოიძულოს, სიკეთეში განმტკიცდეს და სინანულის მადლით განიწმინდოს.
link
იმას, თუ მარადიულობაში სად დავიმკვიდრებთ ადგილს, ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრების წესი განსაზღვრავს, მაგრამ პიროვნებას შეუძლია, სიცოცხლის ბოლოსაც კი რადიკალურად შეცვალოს თავისი მდგომარეობა. გავიხსენოთ იესო ქრისტესთან ერთად ჯვარცმუ...
იხილეთ სრულად
იმას, თუ მარადიულობაში სად დავიმკვიდრებთ ადგილს, ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრების წესი განსაზღვრავს, მაგრამ პიროვნებას შეუძლია, სიცოცხლის ბოლოსაც კი რადიკალურად შეცვალოს თავისი მდგომარეობა.გავიხსენოთ იესო ქრისტესთან ერთად ჯვარცმული, მონანული ავაზაკი, რომელმაც პირველმა დაიმკვიდრა ზეციური სასუფეველი; გავიხსენოთ იუდა ისკარიოტელი, რომელიც მოციქულის პატივში იყო ამაღლებული და სხვა მოწაფეთა მსგავსად სასწაულებსაც ახდენდა, მაგრამ საკუთარი არჩევანით ჯოჯოხეთის მ...
link
როდესაც ინტელექტუალურ თუ ფიზიკურ შრომაზე ვსაუბრობთ, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ერთი საშიშროება: დღეს, როცა ბევრს ლაპარაკობენ კაპიტალისტური ცბოვრების წესზე და კაპიტალის დაგროვების გზებზე, ვხვდებით საპირისპირო ისეთ შემთხვევებს...
იხილეთ სრულად
როდესაც ინტელექტუალურ თუ ფიზიკურ შრომაზე ვსაუბრობთ, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ერთი საშიშროება: დღეს, როცა ბევრს ლაპარაკობენ კაპიტალისტური ცბოვრების წესზე და კაპიტალის დაგროვების გზებზე, ვხვდებით საპირისპირო ისეთ შემთხვევებსაც, როცა ადამიანი იმდენად ეფლობა ყოველდღიურ საქმიანობაში, რომ ავიწყდება მარადიული ღირებულებები, თავისი უკვდავი სული, ავიწყდება, რომ იგი წუთისოფლის სტუმარია და მარადიული ცხოვრებისათვის არას არგებს მხოლოდ სიმდიდრის შეძენას...
link
ჩვენი ცხოვრება უდაბნოში მოგზაურობას ჰგავს, სადაც ჩვენ მხოლოდ მდგმურის უფლებით ვსარგებლობთ. გავიხსენოთ ერთი ადგილი ბიბლიიდან: ფარაონმა ჰკითხა ძველი აღთქმის პატრიარქ იაკობს, რამდენი წლის ხარო. იაკობმა მიუგო: "ასოცდაათ წელს ითვლის ჩე...
იხილეთ სრულად
ჩვენი ცხოვრება უდაბნოში მოგზაურობას ჰგავს, სადაც ჩვენ მხოლოდ მდგმურის უფლებით ვსარგებლობთ. გავიხსენოთ ერთი ადგილი ბიბლიიდან: ფარაონმა ჰკითხა ძველი აღთქმის პატრიარქ იაკობს, რამდენი წლის ხარო. იაკობმა მიუგო: "ასოცდაათ წელს ითვლის ჩემი მდგმურობის ხანი" (დაბ. 47,8). ასე შეეძლო ეპასუხა მხოლოდ არაჩვეულებრივ ადამიანს; ასე აზროვნებს ის, ვინც ღმერთთან ცხოვრობს და მარადიულობის განცდას რეალურად ატარებს
link
გვწამს, რომ ამქვეყნიური ყოფა მხოლოდ დროებითი მოვლენაა, იგია გამოცდა ჩვენი სულისა, მოსამზადებელი საფეხური მარადიულობისა, რომელთანაც თითოეული განვლილი დღე სულ უფრო გვაახლოებს.
სიკვდილი სხვადასხვა სახისაა: ხორციელი სიკვდილი, რომელიც ჩვენ ერთმანეთს დროებით განგვაშორებს, იგი ამავე დროს კარიბჭეა ახალი, მარადიული ცხოვრებისა. ყოველ ადამიანს უნდა ახსოვდეს, რომ ეს დღე და წუთი ელის და მისი მოსვლისთვის უნდა ემზად...
იხილეთ სრულად
სიკვდილი სხვადასხვა სახისაა: ხორციელი სიკვდილი, რომელიც ჩვენ ერთმანეთს დროებით განგვაშორებს, იგი ამავე დროს კარიბჭეა ახალი, მარადიული ცხოვრებისა. ყოველ ადამიანს უნდა ახსოვდეს, რომ ეს დღე და წუთი ელის და მისი მოსვლისთვის უნდა ემზადებოდეს. სწამს ადამიანს თუ არა, სურს მას ეს თუ არა, სიკვდილის ზღურბლიდან ახალი, მარადიული ცხოვრება იწყება, რომელშიც იგი სამაგიეროს დამსახურებისამებრ მიიღებს. ვაი მათ, რომელნიც მიწიერ ტკბობათა გამო სულიერ სიკვდილს ეზიარები...
link
როგორც ღამის მნათობნი უფერულდებიან მზის სინათლეზე, მსგავსად ამისა, ჩვენს მწუხარებას, გასაჭირს, განსაცდელსა და სევდას განაქარვებს წმიდა პასექის დღე, რადგან მარადიულობა გაცილებით ღრმა და დიადია, ვიდრე ჩვენი მიწიერი, წარმავალი და ყოვ...
იხილეთ სრულად
როგორც ღამის მნათობნი უფერულდებიან მზის სინათლეზე, მსგავსად ამისა, ჩვენს მწუხარებას, გასაჭირს, განსაცდელსა და სევდას განაქარვებს წმიდა პასექის დღე, რადგან მარადიულობა გაცილებით ღრმა და დიადია, ვიდრე ჩვენი მიწიერი, წარმავალი და ყოველდღიური განსაცდელით სავსე ყოფა.
link
ქვეყნად ყველაფერი იცვლება, მხოლოდ ჭეშმარიტებაა მარადიული. მიდიან ადამიანები, წარსულს ბარდება და მივიწყების ფერფლით იფარება სახელები ერთ დროს მიწიერი დიდებითა და პატივით გამორჩეულთა; მიდიან ბრძენნი და უბრალონი, მომხვეჭელნი, დიდების...
იხილეთ სრულად
ქვეყნად ყველაფერი იცვლება, მხოლოდ ჭეშმარიტებაა მარადიული. მიდიან ადამიანები, წარსულს ბარდება და მივიწყების ფერფლით იფარება სახელები ერთ დროს მიწიერი დიდებითა და პატივით გამორჩეულთა; მიდიან ბრძენნი და უბრალონი, მომხვეჭელნი, დიდებისმოყვარენი, კანონმდებელნი, მსოფლიო ბატონობის მსურველნი... ამ მშფოთვარე სამყაროს წინაშე უძლეველი არის მხოლოდ ბეთლემის გამოქვაბულის ბაგაში მწოლი ყრმის უწყინარი სიყვარული, მისი ჭეშმარიტი მეუფება სამყაროზე
link
ყოველი წელი, ყოველი განვლილი დღე გვაახლოებს მარადიულობასთან. ყოველი ახალი წლის დადგომა მარადიულობის ძახილია ჩვენი გულის კართან: ეს არის დრო, როცა ჩვენ მიწიერი ამაოების იქით უნდა დავინახოთ წარუვალი ღირებულებები და ვეძებოთ გზები მათ...
იხილეთ სრულად
ყოველი წელი, ყოველი განვლილი დღე გვაახლოებს მარადიულობასთან. ყოველი ახალი წლის დადგომა მარადიულობის ძახილია ჩვენი გულის კართან: ეს არის დრო, როცა ჩვენ მიწიერი ამაოების იქით უნდა დავინახოთ წარუვალი ღირებულებები და ვეძებოთ გზები მათთან მიახლოებისათვის.
link
ვინც დაკვირვებით კითხულობს წმიდა წერილს და სარწმუნოებით ცხოვრობს, მან იცის, რომ მარადიულისათვის უცხოა სიხარბე, იქ არ არის განყოფა ჩემსა და შენს შორის. ის ხედავს, როგორ შორდება ყოველივე საუკეთესო და კეთილშობილური, ხარბ, თავისი თავი...
იხილეთ სრულად
ვინც დაკვირვებით კითხულობს წმიდა წერილს და სარწმუნოებით ცხოვრობს, მან იცის, რომ მარადიულისათვის უცხოა სიხარბე, იქ არ არის განყოფა ჩემსა და შენს შორის. ის ხედავს, როგორ შორდება ყოველივე საუკეთესო და კეთილშობილური, ხარბ, თავისი თავის მოყვარე სულს, რომელიც მარტოდმარტო იწვის დაუკმაყოფილებელი ეგოიზმის ცეცხლში; ეს ჯოჯოხეთური წვა არ შეიძლება დაუსრულებლად გაგრძელდეს. ბოლოსდაბოლოს იფერფლება თვითონ ადამიანი, მისი სინდისი და სამარადისოდ იღუპება სული მისი.
link