სხეული - ციტატები, გამონათქვამები
სხეული - ციტატები, გამონათქვამები სხეული, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
64. ვნებათა შორის განასხვავებენ ხორციელსა და სულიერს. ხორციელნი სხეულიდან იღებენ მიზეზს, ხოლო სულიერნი - შინაგანი მდგომარეობიდან. მაგრამ სიყვარული და თავშეკავება აღკვეთს ერთსაც და მეორესაც; სიყვარული - სულიერს, ხოლო თავშეკავება - ... იხილეთ სრულად
44. ნუ გახრწნი სხეულს ბილწი საქმეებით, ნუ დააბინძურებ სულს ბოროტი გულისთქმებით, მაშინ ღვთიური სამყარო გარდამოვა შენზე და სიყვარულს მოგიტანს.
21. ვინც თავის სხეულს ტკბობათა და მათგან მომდინარე სნეულებათაგან იცავს, მისი სახით ჰყავს თანაშემწე უმჯობესისათვის სამსახურში.
7. თუკი სული სხეულზე უმჯობესია და სამყაროზე გაცილებით უკეთესი - მისი შემოქმედი ღმერთი, მაშინ ის, ვინც სულზე უმჯობესად სხეულს მიიჩნევს და ღმერთზე უმჯობესად მის მიერ შექმნილ სამყაროს, არაფრით განსხვავდება კერპთაყვანისმცემელთაგან.
6. ვისი გონებაც სიყვარულით ღმერთს მიენდობა, ის არად მიიჩნევს ყოველივე ხილულს, საკუთარი სხეულიც კი მისთვის უცხო იქნება.
შეიძლება მოღვაწემ გემრიელად მიირთვას? რა ხდება როდესაც ასიამოვნებ ხორცს ჭამა-სმით, ანებივრებ ზედმეტი დასვენებითა და ძილით?
წმ. ბასილი დიდი წერს: "ხარ შენ ფრიად მდიდარი, ძლიერი სახელმწიფოს მოქალაქე, ხარ შენ ჯანმრთელობით და სილამაზით დაჯილდოებული, დაფასებული დამსახურებისამებრ? - მუდამ გახსოვდეს, არსებობს მიწა და მიწად მიიქცევა ყოველი. ვითარცა ყვავილი და... იხილეთ სრულად
ჩვენს სხეულს სიცოცხლეს სული ანიჭებს, სულს - ღმერთი. და როგორც სულს გაყრილი სხეული კვდება, კვდება ღმერთს დაშორებული სულიც. ამიტომაც ჭეშმარიტებასთან წილნაყარ კაცზე დიადი არაფერია და არც უფალს მოწყვეტილ ადამიანზე მდაბალი და საცოდავი.
როგორც კვდება სხეული, როცა მას სული დატოვებს, ასევე კვდება სული, როცა მას სულიწმიდა განეშორება.
ადამიანს ხორცის გარდა ერთი რამ სხვა მოჰმადლებია, რომლითაც იგი ადამიანობს, ვით კერძო ღვთისა. ის ერთი – სული და გულია, უჭკნობლობის ნიჭით და ღონით დალოცვილი. ეგ ღვთაებრივი ნიჭი, როგორც ყველაფერი ღვთაებრივი, დროთა მბრძანებელია და არა ... იხილეთ სრულად