სიზარმაცე, უდებება, მცონარობა - ციტატები, გამონათქვამები
როგორი დიდება მოგველის სიმამაცისთვის ჩვენ, ვინც ანგელოზებრივი სქემა შევიმოსეთ და მეფეთა მეუფეს უდებება და გაქცევა კი არა, მისთვის სიცოცხლე ან სიკვდილი ფიცით აღვუთქვით.
დიდებულია კადნიერება, რომელიც მამაც მოღვაწეს ამშვენებს. ვის არ სურს ჰქონდეს იგი?! უდებება კი, განსაკუთრებით ლოცვაში, ღვთის წინაშე კადნიერებას ქარს ატანს და ადამიანს განძარცულს ტოვებს.
როცა ვინმე სიმდაბლით და ღვთის შიშით, მხურვალე სულიერი შრომითა და გამოცდილი მოძღვრის ხელმძღვანელობით ებრძვის ცოდვას, შეუძლებელია, ღმერთმა დასაღუპავად გაიმეტოს. იგი მხოლოდ მაშინ შეიძლება დაეცეს, როცა თავისი სულიერი მოვალეობებისადმი ... იხილეთ სრულად
დაე, შენმა ლოცვამ ჩემი საწყალობელი სულის სახლი განამტკიცოს. არავითარი სიკეთე არ არსებობს ჩემში. ამიტომ, როცა ამ სოფლის დატოვებას და ზეცისკენ გამგზავრებას ვიხსენებ – ვტირი, რადგან აუცილებელი საგზლის გარეშე ვარ. ვაიმე, რომ ახლა შემი... იხილეთ სრულად