წმინდანთა სწავლების კითხვა - ციტატები, გამონათქვამები
მრავალი - ყველა, ვინც განუსჯელად და ქედმაღლურად უარყო წმ. მამები, ვინც ბრმა კადნიერებით, უწმიდური გულითა და გონებით პირდაპირ სახარების კითხვას მიჰყო ხელი, დამღუპველ ცდომილებაში ჩავარდა. ასეთები უარყო სახარებამ - ის მხოლოდ მდაბალთა... იხილეთ სრულად
ნუ იფიქრებ, რომ შენთვის მხოლოდ სახარების კითხვა კმარა - წმ. მამათა დაუხმარებლად. ესაა სახიფათო, ამპარტავნული აზრი. უმჯობესია წმ. მამებმა მიგიყვანოს სახარებამდე, როგორც საყვარელი შვილი, რომელიც წინასწარ მათგან მიიღებს სწავლა-განათლ... იხილეთ სრულად
წმ. მამები გვასწავლიან, როგორ მივეახლოთ სახარებას, როგორ ვიკითხოთ იგი, სწორად როგორ გავიგოთ; გვიხსნიან, რა შეეწევა და რა აბრკოლებს მის გაგებას. ამიტომ თავიდან წმ. მამების კითხვას გირჩევ, ხოლო როდესაც ისინი სახარების კითხვას გასწავ... იხილეთ სრულად
დედამიწის ყველა მდინარე ოკეანეს ერთვის; შესაძლოა, ოკეანე იყოს ამ წყლების სათავეც. ასევე ერთდებიან მამათა ნაწერებიც სახარებაში - ყოველი მათგანი იმას ცდილობს, რომ გვასწავლოს უფალ იესო ქრისტეს მცნებათა ზუსტი შესრულება. ყველა მათგანის... იხილეთ სრულად
წმ. მამათა ყოველი თხზულება სული წმიდის კარნახით არის დაწერილი. რა საოცარი თანხმობაა მათ შორის! და ის, ვინც მამათა ნაწერებით ხელმძღვანელობს, უეჭველია, თვით სული წმიდით ხელმძღვანელობს.
ზეცამ მიიღო თავის ნეტარ წიაღში წმ. მამები - ამით დაამოწმა, რომ მათი აზრები, გრძნობები და საქმეები ღმერთს სათნო-ეყო. წმ. მამებმა საკუთარი აზრები, გული, მოქმედება თავიანთ ნაწერებში გადმოსცეს. ესე იგი, რა სარწმუნო წინამძღვარნი (... იხილეთ სრულად
წმ. მამათა ნაწერების კითხვით შეითვისე მათი აზრები და სულისკვეთება. წმ. მამებმა მიაღწიეს მიზანს - ცხონებას. შენც მიაღწიე იმავე მიზანს მოვლენათა ბუნებრივი განვითარებით: ცხონდები, როგორც წმ. მამათა თანამოაზრე და მათთან ერთსულოვანი.
სახარება და ჭეშმარიტი ეკლესიის წმ. მამათა თხზულებები დაიდე სახელმძღვანელოდ, სიმდაბლის საფეხურებით შეუყევი საღმრთო სიყვარულის სიმაღლისაკენ მიმავალ კიბეს, მუდამ თან გახლდეს ქრისტეს მცნებების დაცვა.
ბერძენ მამათა ნაწერები მათში არსებული მადლის და სულიერი განსჯის სიუხვის გამო ღირსია ღრმა პატივისცემისა. რუსი მამების ნაშრომები კი, მკაფიო, ნათელი და უბრალო გადმოცემის გამო (აგრეთვე, იმიტომაც, რომ ჩვენს დროსთან უფრო ახლოს არიან), ჩ... იხილეთ სრულად