სული - ციტატები, გამონათქვამები
სული - ციტატები, გამონათქვამები სული, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
გარდაქმნა, უპირველეს ყოვლისა, ჩვენს სულსა და აზროვნებას უნდა შეეხოს და მერე უნდა გამოვლინდეს გარეგნულ ფორმებში.
ეკლესია სხეულია ქრისტესი. მისი დანიშნულება სწორედ ისაა, რომ ადამიანის ცოდვათაგან დამძიმებულსა და დასნეულებულ სულს უმკურნალოს.
როცა ადამიანის სული მხურვალეა ღვთისადმი, მასში სინათლე და სინანულია და შეუძლებელია მისი გონება ამ სოფლისკენაც ისწრაფოდეს. სული ამქვეყნიურისკენ მაშინ მიიდრიკება, როცა ღმერთთან ერთობა არ აქვს.
სული უკვდავი არსებაა. ყველას გვაქვს უკვდავი სული, ჩვენ კი მხოლოდ ამ სხეულს დავდევთ - რა ვასიამოვნო, რა ვაჭამო, რით გავართო, რით ვილხინო...