სიმართლე - ციტატები, გამონათქვამები
სიმართლე - ციტატები, გამონათქვამები სიმართლე, გამონათქვამები, ციტატები
უსამართლობას უნდა ვებრძოლოთ. თუ მას გულგრილად ვუყურებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თავადაც უსამართლონი ვართ.
ეკლიანია მართალთა გზა, ისინი დასაბამითგან იდევნებიან ან ურწმუნოთაგან, ან მათგან, ვისაც არამართებულად სწამს. შურს მართალთათვის ზეცა იძიებს.
თუ მართალი და ცოდვილი გვერდიგვერდ ცხოვრობენ, უფლის ხელი ორივეს იფარავს. პირველს აწრთობს და განამტკიცებს, მეორეს კი აფრთხილებს.
იყო მართალი მართალთა შორის სანაქებოა და შესაშური, მაგრამ უფრო მეტი ქების ღირსია ის, ვინც მართალია ცოდვილთა გარემოცვაში.
ყოველგვარი სიცრუის შემდეგ იშვება ქრისტე, ვითარცა მზე სიმართლისა. ტირანიის, უკუნი სიბნელის შემდეგ იშვება ქრისტე, ვითარცა მზე თავისუფლებისა. სიკვდილის წინაშე დაუძლეველი შიშის შემდეგ იშვება ქრისტე, ვითარცა მზე სიცოცხლისა. იხილეთ სრულად
ისევე როგორც არ ძალგვიძს ყოფნა უჰაეროდ, უწყლოდ, უპუროდ, ასევე არ უნდა შეგვეძლოს ცხოვრება სიმართლის გარეშე.