ყველა, ვინც შეურაცხგვყოფს, გვლანძღავს და ცილს გვწამებს ჩვენი ძმაა, ბოროტმოქმედის, სატანის ხელში ჩავარდნილი ძმა. თუ ეს ძმა შეგხვდა, იგლოვე, ცრემლი დაღვარე მისთვის, თან უფალს შესთხოვე, გიშველოს ამ განსაცდელში და მიუტევოს ჩვენს ძმას...
იხილეთ სრულად
ყველა, ვინც შეურაცხგვყოფს, გვლანძღავს და ცილს გვწამებს ჩვენი ძმაა, ბოროტმოქმედის, სატანის ხელში ჩავარდნილი ძმა. თუ ეს ძმა შეგხვდა, იგლოვე, ცრემლი დაღვარე მისთვის, თან უფალს შესთხოვე, გიშველოს ამ განსაცდელში და მიუტევოს ჩვენს ძმასაც, რომელიც სატანის მსხვერპლი გამხდარა და ღმერთი გვიშველის ჩვენც და ჩვენს ძმასაც.
link
ქრისტიანები სათნოებითა და ღირსებით სხვებზე აღმატებულნი უნდა იყვნენ. ისინი არიან ნათელნი სოფლისა, თესლი წმიდა, ერი რჩეული, მადლი ქვეყნისა. მოყვასთა და მეგობართა სიყვარული წარამართებმაც და ებრაელებმაც იცოდნენ. ქრისტიანმა კი მტერიც უ...
იხილეთ სრულად
ქრისტიანები სათნოებითა და ღირსებით სხვებზე აღმატებულნი უნდა იყვნენ. ისინი არიან ნათელნი სოფლისა, თესლი წმიდა, ერი რჩეული, მადლი ქვეყნისა. მოყვასთა და მეგობართა სიყვარული წარამართებმაც და ებრაელებმაც იცოდნენ. ქრისტიანმა კი მტერიც უნდა შეიყვაროს და ამით დაამტკიცოს, რომ ზნეობრივად ყველაზე მაღლა დგას.
link
სულს არ ექნება მშვიდობა, თუ არ ილოცა მტრებისათვის. სულს, რომელიც ღვთის მადლით ლოცულობს, ყველა ქმნილება უყვარს და ეცოდება, განსაკუთრებით კი ადამიანი, რომლისთვისაც ეწამა უფალი ჯვარზე. უფალმა მასწავლა მე მტრებისადმი სიყვარული. ღმერთი...
იხილეთ სრულად
სულს არ ექნება მშვიდობა, თუ არ ილოცა მტრებისათვის. სულს, რომელიც ღვთის მადლით ლოცულობს, ყველა ქმნილება უყვარს და ეცოდება, განსაკუთრებით კი ადამიანი, რომლისთვისაც ეწამა უფალი ჯვარზე. უფალმა მასწავლა მე მტრებისადმი სიყვარული. ღმერთის მადლის გარეშე ვერ შევძლებთ მტრების შეყვარებას; სულიწმიდა გვასწავლის სიყვარულს და მაშინ გვეცოდება ეშმაკებიც, რომ ისინი განუდგნენ სიკეთეს, დაკარგეს მორჩილება და სიყვარული ღმერთისადმი.
link
მტრის სიყვარული ქრისტიანული ცხოვრების ბოლო საფეხურია. თუ ქრისტიანი სარწმუნოების მაღალ საფეხურზე არ დგას, ამ მცნებას ვერ აღასრულებს. ვინმე იკითხავს, როგორ შეიძლება შეყვარება ბოროტი, უსამართლო და უსჯულო კაცისა? კაცი უნდა შეიყვარო, ღ...
იხილეთ სრულად
მტრის სიყვარული ქრისტიანული ცხოვრების ბოლო საფეხურია. თუ ქრისტიანი სარწმუნოების მაღალ საფეხურზე არ დგას, ამ მცნებას ვერ აღასრულებს. ვინმე იკითხავს, როგორ შეიძლება შეყვარება ბოროტი, უსამართლო და უსჯულო კაცისა? კაცი უნდა შეიყვარო, ღმრთის ქმნილება, შენი ძმა, ხოლო ბოროტება და უსამართლობა, რომელიც მის გულშია, უნდა გძულდეს. უდიდესი ნაწილი ჩვენი უბედურებისა, მტრობისა და სიძულვილისაგან მომდინარეობს. თუ მტრობასა და სიძულვილს სიყვარულით მოვსპობთ, ჩვენს შორ...
link
თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: გიყვარდეს მოყვასი შენი და გძულდეს მტერი შენი.
ხოლო მე გეუბნებით თქვენ: გიყვარდეთ თქვენი მტერნი; დალოცეთ თქვენი მაწყევარნი; კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ და ილოცეთ თქვენსავ მდევნელთა და შეურაცხმყოფე...
იხილეთ სრულად
თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: გიყვარდეს მოყვასი შენი და გძულდეს მტერი შენი.
ხოლო მე გეუბნებით თქვენ: გიყვარდეთ თქვენი მტერნი; დალოცეთ თქვენი მაწყევარნი; კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ და ილოცეთ თქვენსავ მდევნელთა და შეურაცხმყოფელთათვის.
რათა იყოთ თქვენ შვილნი მამის თქვენის ზეციერისა, ვისაც თავისი მზე ამოჰყავს კეთილთა და ბოროტთათვის და წვიმას უგზავნის მართალთაც და უსამართლოთაც.
რადგანაც თუ გეყვარებათ თქვენი მოყვასნი, რა იქნება თქვენი საზღაური? განა ას...
link
თუ სულიერი მდგომარეობის შემდეგ, რომელიც აღქმული არის როგორც ღვთის ჭვრეტა და ღმერთთან ურთიერთობა, არ არის სიყვარული მტრების მიმართ, ამასთანავე ყველა ქნილების მიმართ, ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ ჭვრეტა იყო არა ჭეშმარიტი, ე. ი. არა...
იხილეთ სრულად
თუ სულიერი მდგომარეობის შემდეგ, რომელიც აღქმული არის როგორც ღვთის ჭვრეტა და ღმერთთან ურთიერთობა, არ არის სიყვარული მტრების მიმართ, ამასთანავე ყველა ქნილების მიმართ, ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ ჭვრეტა იყო არა ჭეშმარიტი, ე. ი. არა ჭეშმარიტ ღმერთში; ჭვრეტაში აღტაცება ადამიანთან შეიძლება მოვიდეს უწინარეს იმისა, სანამ ის მისცემდეს თავის თავს ანგარიშს ამაში. თვით აღტაცების მდგომარეობაში, მაშინაც კი, როცა იგი არაა ღმერთისგან, ადამიანმა შეიძლება ვერ გა...
link
ვისაც არ უყვარს მტრები, მასში არ არის ღვთის მადლი. მოწყალეო უფალო, სულიწმიდით გვასწავლე მტრებისადმი სიყვარული და ცრემლიანი ლოცვა მათზე. ო, უფალო, მოგვეცი სულიწმიდა დედამიწაზე, რათა ყველამ შეგიცნოს შენ და ისწავლოს შენი სიყვარული.
გიყვარდეს შენი მტრებიც და უფლის მეგობარი გახდები
სულის ბედნიერი მდგომარეობაა, როდესაც ყველა გიყვარს! მაცხოვარმა ბრძანა: "გიყვარდეთ მტერნი თქვენნი" როდესაც გაგვიმჟღავნა საიდუმლო იმისა, როგორ დავიმკვიდროთ ამქვეყნადვე სასუფეველი.
უდიდესი სათნოებაა მტრის სიყვარული! უდიდესია გმირობა ქრისტიანული სულისა, რომელიც მოყვასს წყენას მიუტევებს, მაგრამ სიძულვილის ნაცვლად გულითადად ეყვარება და უფლის წინაშე მისთვის ილოცებს! მაგრამ ასეთი გმირობისათვის ჯილდოც უდიდესია - ზ...
იხილეთ სრულად
უდიდესი სათნოებაა მტრის სიყვარული! უდიდესია გმირობა ქრისტიანული სულისა, რომელიც მოყვასს წყენას მიუტევებს, მაგრამ სიძულვილის ნაცვლად გულითადად ეყვარება და უფლის წინაშე მისთვის ილოცებს! მაგრამ ასეთი გმირობისათვის ჯილდოც უდიდესია - ზეცაშიც და მიწაზეც.
link