კულტურა - ციტატები, გამონათქვამები
კულტურა - ციტატები, გამონათქვამები კულტურა, გამონათქვამები, ციტატები
კულტურა და განათლება პარალელურ წრფეთა მსგავსი კი არ არის, არამედ ხშირად თანხვედრი ცნებებია. კულტურისა და განათლების კავშირი ბუნებრივად ბადებს ეკლესიასა და ოჯახთან ურთიერთობის აუცილებელ მოთხოვნილებას. მხოლოდ ასეთ გარემოში შეიძლება ... იხილეთ სრულად
ქართული იდეა ორ უმთავრეს სვეტს ეყრდნობა. ესაა სულიერი ღირებულებები (რაც გულისხმობს მართლმადიდებლურ სარწმუნოებას და მის წეს-ჩვეულებებს) და ეროვნულ-კულტურული ფასეულობები, რითაც ასე მდიდარია ჩვენი ქვეყანა.
შეუძლებელია ამა თუ იმ განვითარებული სახელმწიფოს ცხოვრების წესი მხოლოდ მისი პოლიტიკურ-ეკონომიკური წინსვლის გამოვლინებად მივიჩნიოთ და მისაბაძად იგი ვაქციოთ, რადგან სინამდვილეში იქაური ყოფა-ცხოვრება მნიშვნელოვანწილად არის შედეგი ამ ქ... იხილეთ სრულად
ჩვენი ხალხი, მიუხედავად ათეისტური რეჟიმის 70 წლიანი ბატონობისა, მართლმადიდებლური კულტურის ერს წარმოადგენს. თვით მუსულმანი ქართველებიც კი საუკუნეთა განმავლობაში ინარჩუნებენ ისეთ ტრადიციებს, რომელნიც ქრისტიანული სწავლებიდან მომდინარ... იხილეთ სრულად
მართლმადიდებლურმა სარწმუნოებამ ჩამოაყალიბა არა მხოლოდ ერთიანი, ქართული სახელმწიფო და უნიკალური ქართული კულტურა, არამედ განსაზღვრა ქართველი კაცის ცხოვრებისა და აზროვნების წესიც.
ნუთუ შეიძლება კულტურული ვუწოდოთ მათ, ვინც უპატრონოთა სახლში აბარებს მშობლებს, ანდა იმ მშობლებს, ღვთის ანაბარა რომ ტოვებენ შვილებს?
ნუთუ შეიძლება კულტურული ვუწოდოთ მას, ვინც შეურაცხყოფს და ამცირებს სხვას? მას, ვინც სარგებლობს თანამდებობრივი მდგომარეობით და ავიწროებს ქვეშევრდომთ?