ბოროტება - ციტატები, გამონათქვამები
ქედმაღლობა ბოროტებათა შორის უდიდესი ბოროტებაა. ის ურჩი გულისსიტყვების მეშვეობით ყველა ჩვენი შეცდომის გამომწვევი მიზეზი ხდება.
დიდი ბოროტებაა ძვირისთქმა. ხომალდს პატარა საჭე სასურველ მიმართულებას აძლევს, ასევეა ენაც; იგი ადამიანს ან სიკეთისკენ მიმართავს, ან ბოროტებისკენ. წმინდა მამები სასტიკად კიცხავენ სხვისი ცოდვის, ნაკლისა თუ ცუდი ჩვევის განკითხვას.
ნუ შეუშინდები საეშმაკო ვნებას, რაც არ უნდა დიდი და უსაშველო მოგეჩვენოს ის, რადგან ბოროტის წინააღმდეგობა ღვთის ჩარევით დაიძლევა.
როგორც არ უნდა გვტანჯოს ჩვენი სულების შემზარავმა მტარვალმა თავისი შურითა და ბოროტებით, მოვა დრო, როცა ღმერთი მის ბოროტებას განსჯის და ჩვენ, ტვირთმძიმეებს, საუკუნო განსვენებას მოგვმადლებს.