დრო - ციტატები, გამონათქვამები
დრო - ციტატები, გამონათქვამები დრო, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ამქვეყნიური ჩვენი ყოფა დროებითია და მსწრაფლწარმავალი. დრო კი რომელშიც ვცხოვრობთ, წრიულია, განმეორებადი და, ამავე დროს, სწორხაზოვანი, - მიემართება დასაწყისიდან დასასრულისკენ.
მიზანს რომ მივაღწიოთ, ყოველი წუთი გონივრულად უნდა მოვიხმაროთ. დრო სწრაფწარმავალია; "აწმყო იმდენად ხანმოკლეა, რომ გვეჩვენება, საერთოდაც არ არსებობს იგი. თითქოს დაბადებამდევე დაასრულაო სიცოცხლე", - წერდა სენეკა. ჩვენ კი არ ვაფასებთ ... იხილეთ სრულად
ერთ ბრძენს ჰკითხეს, რომელი დროაო ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი? მან უპასუხა: აწმყო, რადგან წარსულმა განვლო და უკვე ვეღარაფერს შეცვლი, მომავალი კი არ დამდგარა და არც იცი, რას შემოგთავაზებს ან რამდენად ხანგრძლივი იქნება იგი. გასაკე... იხილეთ სრულად
ყოველი წუთი გვაახლოებს იმ მიჯნას, როდესაც ჩვენ წუთისოფლიდან მარადიულობაში უნდა გადავინაცვლოთ, და ვიდრე დროისა და უსასრულობის ამ ზღვარს მივაღწევდეთ, უნდა მოვასწროთ განწმენდა, სულიწმიდის მადლით შემოსვა, ცხოვრებაში ჩვენი ადგილის პოვნ... იხილეთ სრულად
დრო და უსასრულობა თითქოს დაობენ ერთმანეთთან. თითოეული თავისას ითხოვს, ღმერთი კი მათ აერთიანებს, რადგან ორივე მის მიერაა შექმნილი და ერთსა და იმავე მიზანს ემსახურება.
ამ სოფლად ჩვენთვის მოცემულ სივრცესა და დროში უნდა მოვასწროთ ზეცად ამყვანაბელ კიბეზე აღსვლა.
ერთ-ერთმა დიდმა მეცნიერმა სიტყვა "დღეს" ქვაზე ამოკვეთა და საწერ მაგიდაზე დაიდო, რათა თავისი თავისთვის მუდამ შეეხსენებინა, რომ ადამიანისათვის ყველაზე ძვირფასი დღევანდელი დღეა. დღეს მაქსიმალურად უნდა გაკეთდეს ყველაფერი კარგი და დიად... იხილეთ სრულად
დრო ჩვენ მოგვეცა იმიტომ, რომ გუშინდელთან შედარებით დღეს უკეთესნი გავხდეთ, ხვალ კი - დღევანდელზე უფრო კარგნი. უბედურია, ვინც დროს არ იყენებს და არ იცის მისი ფასი. დაკარგული ფული შეიძლება იპოვო, დარღვეული მეგობრობა განაახლო, შერყეულ... იხილეთ სრულად
ყოველი წელი, ყოველი განვლილი დღე გვაახლოებს მარადიულობასთან. ყოველი ახალი წლის დადგომა მარადიულობის ძახილია ჩვენი გულის კართან: ეს არის დრო, როცა ჩვენ მიწიერი ამაოების იქით უნდა დავინახოთ წარუვალი ღირებულებები და ვეძებოთ გზები მათ... იხილეთ სრულად