სიკეთე - ციტატები, გამონათქვამები
სიკეთე - ციტატები, გამონათქვამები სიკეთე, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
თუ დასთეს სიყვარულს, მის წილ დიდ სიყვარულს მოიმკი; თუ დასთეს ღვთისმოსაობას, სიკეთესა და სიმართლეს, მოიმკი კეთილდღეობასა და ღვთის ლოცვა-კურთხევას, ხოლო თუ დასთეს ბოროტებას, სიბილწესა და სიცრუეს, შედეგად მიიღებ მწუხარებას, ტანჯვას დ... იხილეთ სრულად
ყოველივე დამოკიდებულია ამქვეყნად ადამიანის თავისუფალ ნებაზე; რომელ გზას აირჩევს იგი: კეთილ საწყისს, თუ ბოროტების მოჩვენებითი მომხიბვლელობა ჩაითრევს თავის მორევში.
კაცთა მოდგმის ცოდვით დაცემის შემდგომი მთელი ცხოვრება დაპირისპირებაა ბოროტსა და კეთილს შორის. რაკი ბოროტი ძალა ღვთის წინაშე უძლურია, იგი ებრძვის ადამიანს, როგორც შემოქმედის უძვირფასეს ქმნილებას. ამიტომაც იქცა კაცი ცოდვის სუბიექტად ... იხილეთ სრულად
საეკლესიო მწერალთა და ღვთისმეტყველთა აზრით, ბოროტება არ არის საწყისი, თანაარსი სიკეთისა, იგი არარსია, უარყოფა ან ნაკლოვანება სიკეთისა, რამეთუ თავად ყოვლის მიზეზი, შემოქმედი, არის სრული სიკეთე, მშვენიერება და სიყვარული.