მხილება - ციტატები, გამონათქვამები
თუ მეგობრის ნაკლოვანებების მიმართ გულგრილი ხარ და მის გამოსასწორებლად ზომებს არ იღებ, ნათლად ამჟღავნებ, რომ შენი პატიოსნება საეჭვოა.
თუ შენი მეგობარი სერიოზულ შეცდომებს უშვებს, ნუ მოგერიდება მისი მხილება - ეს მეგობრის უპირველესი მოვალეობაა.
როგორც ზღვაში მოცურავენი მოგების იმედით ხალისით იტანენ მზის პაპანაქებას, ისე ბოროტების მოძულეებს უყვართ მხილება, რამეთუ პირველი წინააღუდგება ქარს, მეორე კი - ვნებებს.
ნუ ეცდები მხილებით მოუტანო სარგებელი მას, ვინც სათნოებებით თავს იქებს; რამეთუ ვისაც თავის გამოჩენა უყვარს, ის ჭეშმარიტების მოყვარული ვერ იქნება.
მეგობარი, რომელიც პირისპირ, მარტო გამხელს, ბრძენი მკურნალია, ხოლო მრავალთა თვალწინ მამხილებელი არის მლანძღველი.
ზოგჯერ მხილება უდროოა და ზოგჯერ, ვინც დუმს, ის არის გონიერი.
მხილება სჯობს ლიტონ გულისწყრომას,
რადგან ნაკლში მხილებული თავს შეიკავებს.
თ. 19-20
ვინც შენი ხელქვეითი არ არის, მას ნუ ამხელ დანაშაულში, რამეთუ ეს უფრო ძალაუფლების საქმეა, ვიდრე რჩევისა.
სწავლება და მხილება სხვებისაგან მრისხანებით კი არა, სიყვარულით მიიღე, თუნდაც ძალიან ჭკვიანი იყო. ყოვლდაბრძენი უფლის სიტყვით, ეს სიბრძნის ერთ-ერთი გამოხატულებაა.