უბრალოება - ციტატები, გამონათქვამები
უბრალოება - ციტატები, გამონათქვამები უბრალოება, გამონათქვამები, ციტატები
ბუნებრივი უბრალოებაც კარგი და სანატრელია, მაგრამ არა იმდენად, რამდენადაც იგი, ვინც უკეთურებისაგან შრომითა და ოფლით მობრუნდა და მოიპოვა უბრალოება, რადგან პირველის მფლობელი უკეთურებისა და ვნებებისგან არის დაცული, მეორე კი დიდი სიმშვ... იხილეთ სრულად
მშვიდის სული უბრალოების სამყოფელია, ხოლო მრისხანე გონება უკეთურებისა და მზაკვრობას მოიმოქმედებს. მშვის სულში სიბრძნის სიტყვები მკვიდრდება, რადგან ნათქვამია: "უძღვეს მშვიდთა სასჯელსა შინა უფალი (ფს.24.9) და უმეტესად განაბრძნობს მათ... იხილეთ სრულად
მშვიდის სული უბრალოების სამყოფელია, ხოლო მრისხანე გონება უკეთურებასა და მზაკვრობას მოიმოქმედებს
გულით უბრალონი არც ისე ხშირად იწამლებიან ამ შხამით; რადგან პატივმოყვარეობა ანადგურებს უბრალოებას და ზაკვითა და ორგულობით სავსე ცხოვრება მოაქვს
უბრალოება არის წრფელი აზრები, მართალი ბუნება და ჭეშმარიტი სიტყვა - არც გამოგონილი და არც წინასწარგამზადებული
უმანკოება თვისებაა წმიდა სულისა, რომელიც ისეთივეა, როგორც თავიდან იყო შექმნილი და ყველასადმი კეთილი, ტკბილი და უშფოთველია
როგორც სიყვარულია ღმერთის სახელი, ასევე - სიმართლე, ამიტომ მიმართავს ბრძენთა ბრძენი "ქებათა ქებაში" წმიდა გულს: "ღირსად შეგიყვარეს შენ" (ქებ. 1,4)ხოლო მამამ მისმა თქვა: "ტკბილ და წრფელ არს უფალი" (ფს. 1,3). და მის მიმსგავსებურთა შ... იხილეთ სრულად