ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები
ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები ლოცვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ყველა, ვისაც თავის გამოჩენა სურს, პატივმოყვარეა, მის მარხვას ჯილდო არ მოყვება, ლოცვას - სარგებელი, რადგან ორივეს ადამიანებისაგან საქებრად აღასრულებს
მმარხველის გული ფხიზლად ლოცულობს, ხოლო თავშეუკავებელის გონება არაწმინდა ოცნებებითაა სავსე
არასოდეს იმართლო თავი, შენი ნებით არაფერი გააკეთო. ყოველი საქმე და გულმოდგინე ლოცვა მსხვერპლივით შესწირე ღმერთს
მართალი რას ნიშნავს უფრო ღრმა განმარტებით; ისეთი მორწმუნე, რომელიც ცოდვით ეცემა, მაგრამ მალევე დგება სინანულით, არ კავდება ამ ცოდვაში. ასეთი მართლების ლოცვას აქვს დიდი შეწევნა და რაღა ვთქვა როგორი შეწევნა აქვს წმიდა ლოცვას.
ეკლესია ღვთაებრივი მადლის საუნჯეა. უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მას გადასცა ძალაუფლება ცოდვათა შეკვრისა და გახსნისა, ანუ ღვთაებრივი მადლის მოხვეჭა და სასუფევლის დამკვიდრება მართლმადიდებელ ეკლესიაშია შესაძლებელი, რადგან იგია მაცხოვრი... იხილეთ სრულად
