განსაცდელები - ციტატები, გამონათქვამები
განსაცდელები - ციტატები, გამონათქვამები განსაცდელები, გამონათქვამები, ციტატები
მთელი ცხოვრების ჭირთათმენა ვერ შეედრება იმ მიუწვდომელ სიკეთეს, რაც ღმერთმა განუმზადა მათ, ვინც ვნებიანი ბუნების, ადამიანებისა თუ ეშმაკებისგან მოვლენილი განსაცდელების ჯვარს იტვირთავს.
ადამიანების მიზეზით მოსული განსაცდელიც ღვთისგანაა, რომ შემწყნარებლობა, სულგრძელობა, თანაგრძნობა და მოთმინება ვისწავლოთ. ეს ღვთიური თვისებებია.
ჭირი, სნეულება, მწუხარება, განსაცდელი – ვერაფერი განგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს, რადგან წინასწარ გვასწავლეს და ვიცით, რომ ვიწრო და ჭირით აღსავსეა გზა, რომელსაც მასზე მავალნი უჭირველი ცხოვრებისკენ მიჰყავს. ამ გზაზე ეკლები და კუროსთ... იხილეთ სრულად
მოდით, თავი ვაიძულოთ ქრისტიანული მოვალეობების შესასრულებლად, რომ ჩვენი იესოს ახლოს საუკუნო პასექი ვიდღესასწაულოთ და დავტკბეთ პირისპირ მისი ნეტარი ჭვრეტით, რომელსაც განსაცდელი და უსასოობა ვეღარ შეწყვეტს.