არა არს არც ერთი სათნოება ისე მაღალი და კაცის დამაგვირგვინებელი და განმწმენდელი, როგორიც არის შეურაცხმყოფელის და მტრის სიყვარული.
ჰოი, სანატრელი ესე ძლევამოსილება, რომელიც ანგელოზთაცა აკვირვებს.
ეს ძვირფასი ძლევამოსილი...
იხილეთ სრულად
არა არს არც ერთი სათნოება ისე მაღალი და კაცის დამაგვირგვინებელი და განმწმენდელი, როგორიც არის შეურაცხმყოფელის და მტრის სიყვარული.
ჰოი, სანატრელი ესე ძლევამოსილება, რომელიც ანგელოზთაცა აკვირვებს.
ეს ძვირფასი ძლევამოსილი სათნოება იმას ექნება, ვისაც გულის სიღრმით ცნობილი აქვს თავისი უღირსება და მისდევს შინაგან მაღალ სიმდაბლეს ქრისტეს მიბაძვით.
ხოლო უკეთუ შეიმოსოთ სათნოებაი ღმრთისაი და ყოველი განზრახვაი განვიშოროთ, მაშინ გესმეს, რამეთუ: "რავდენი-იგი ჰყავთ ერთსა მცირეთაგანსა ზედა, იგი მე მიყავთ". ხოლო შენ, რაჟამს იქმოდი ქველისსაქმესა შენსა, ნუ ჰქადაგებ წინაშე კაცთა, ვითარ...
იხილეთ სრულად
ხოლო უკეთუ შეიმოსოთ სათნოებაი ღმრთისაი და ყოველი განზრახვაი განვიშოროთ, მაშინ გესმეს, რამეთუ: "რავდენი-იგი ჰყავთ ერთსა მცირეთაგანსა ზედა, იგი მე მიყავთ". ხოლო შენ, რაჟამს იქმოდი ქველისსაქმესა შენსა, ნუ ჰქადაგებ წინაშე კაცთა, ვითარცა იგი ორგულთა და ფარისეველთა ყვიან, რამეთუ უყუარნ მათ, შორის ერსა და შორის უბანთა და შესაკრებელთა ზედა ყივიედ, რაითამცა იდიდნენ კაცთაგან. მართლად გეტყვ თქვენ, რამეთუ მათაგნ მიიღიან სასყიდელი მათი. ჰოი, საყვარელნო, რაისა...
ყოვლის კარგის საქმის ქმნა სათნოებად სახელიდების და ყოველი სათნოება ღმერთის ნებად ითქმის. და ყოველი ღმრთის ნება კეთილად დაიწესების და განისაზღვრების. და ყოველი კეთილობა ბუნებით დაიწესების და განისაზღვრების. და ყოველი კეთილობა ბუნებ...
იხილეთ სრულად
ყოვლის კარგის საქმის ქმნა სათნოებად სახელიდების და ყოველი სათნოება ღმერთის ნებად ითქმის. და ყოველი ღმრთის ნება კეთილად დაიწესების და განისაზღვრების. და ყოველი კეთილობა ბუნებით დაიწესების და განისაზღვრების. და ყოველი კეთილობა ბუნებით დაგვითესა დამბადებელმა და ყოვლის კეთილობის ქმნა გვიბრძანა იქავ დასაბამსა. და კეთილობისათვის დაბადებულთა კეთილობის ქმნაცა ბუნებითვე დაგვითესა. და მერმე გვიბრძანა და გვასწავლა ყოფნა კეთილობაშიგა წვრთა და ქცევა ნიადაგ და...
განაგდე შენგან ვნებაი ამპარტავნებისაი, რამეთუ ეშაკი არს, რომელიცა ყოვლისა პირველად შთავარდა სიღრესა ამპარტავნებისასა და წარწყმიდა ყოველი კეთილი თვისი. იყავ შენ მდაბალ არა სიტყვით, არამედ საქმით, და უწყოდე, რამეთუ ღმერთი შეჰმუსრავს...
იხილეთ სრულად
განაგდე შენგან ვნებაი ამპარტავნებისაი, რამეთუ ეშაკი არს, რომელიცა ყოვლისა პირველად შთავარდა სიღრესა ამპარტავნებისასა და წარწყმიდა ყოველი კეთილი თვისი. იყავ შენ მდაბალ არა სიტყვით, არამედ საქმით, და უწყოდე, რამეთუ ღმერთი შეჰმუსრავს ამპარტავანთა, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი ესე - განგებაი გონიერი, ოდეს ქმნეს კაცმან კეთილი და არა აღზუავნეს. აწ უკუე ისწრაფე, რომელ დააჯერო ღმერთი და არა კაცნი, რაითა მიიღო ქებაი ღმრთისაგან და არა კაცთაგან. იხილე და ნუ გ...
საკმაო არ არის, ძმანო ჩემნო, რომ ქრისტიანე კაცი ცოდვებს არ იქმოდეს, არამედ სათნოებაც უნდა ჰქონდეს. არ გეყოფა შენ სულის საცხოვნებლად მარტო ის, თუ მტაცებელი არა ხარ, არამედ მოწყალებაც უნდა გქონდეს. მცირე არის, თუ სიცრუე არ გიყვარს, ...
იხილეთ სრულად
საკმაო არ არის, ძმანო ჩემნო, რომ ქრისტიანე კაცი ცოდვებს არ იქმოდეს, არამედ სათნოებაც უნდა ჰქონდეს. არ გეყოფა შენ სულის საცხოვნებლად მარტო ის, თუ მტაცებელი არა ხარ, არამედ მოწყალებაც უნდა გქონდეს. მცირე არის, თუ სიცრუე არ გიყვარს, სიმართლისათვის თავი გადადებული უნდა გქონდეს. არა თუ მემრუშე არ უნდა იყო, არამედ გულშიც უნდა არ გაარონიო უწმინდური აზრი, ქალსაც არ შეხედო ცუდის აზრით
საქმით აღასრულე მცნება უფლისა შენისა, შეიძინე სარწუნოება, სასოება, სიყვარული, მოთმინება, სიმდაბლე, სიმართლე. შენი სათნოება ის არის, როდესაც შენ ხარ შრომის მოყვარე, მღვიძარე, ფრთხილ, ვინაითგან შენ შენი ხელით უნდა შეინახო შენი თავი ...
იხილეთ სრულად
საქმით აღასრულე მცნება უფლისა შენისა, შეიძინე სარწუნოება, სასოება, სიყვარული, მოთმინება, სიმდაბლე, სიმართლე. შენი სათნოება ის არის, როდესაც შენ ხარ შრომის მოყვარე, მღვიძარე, ფრთხილ, ვინაითგან შენ შენი ხელით უნდა შეინახო შენი თავი და ოჯახი. მომთმენი და თავმდაბალი, ვინაითგან ხშირად შეიძლება იყო ღარიბ და შეიწრებულ, შენს მეზობელს არაოდეს არ ავიწროებდე, არამედ შეეწეოდე შეძლებისამებრ შენისა. ცრუ მოწმობისა გეშინოდეს და ყოველთვის მართალს იტყოდე, შენს მე...
აწ უკუე მოიგონენ საქმენი შენნი ყოველნი და შეასწორენ კეთილნი იგი ბოროტთა მათ და, უკუეთუ ჰპოვნე ბოროტნი იგი უფროის კეთილთასა, დაჰფლვენ იგინი აწვე სათნოებითა. თვალნიმცა შენნი მარადის მხედველ არიან მატლსა მას დაუძინებელსა და ცეცხლსა მ...
იხილეთ სრულად
აწ უკუე მოიგონენ საქმენი შენნი ყოველნი და შეასწორენ კეთილნი იგი ბოროტთა მათ და, უკუეთუ ჰპოვნე ბოროტნი იგი უფროის კეთილთასა, დაჰფლვენ იგინი აწვე სათნოებითა. თვალნიმცა შენნი მარადის მხედველ არიან მატლსა მას დაუძინებელსა და ცეცხლსა მას დაუშრეტელსა და ქუხილსა მას ბნელისასა და სახუმილსა მას განუგრილებელსა. დაშრიტე ცეცხლი იგი ვნებათა შენთაი, არა თუ წყლითა, არამედ ცრემლითა მცირითა განწმიდე შეგინებულებაი სულისა შენისაი ტირილითა, რამეთუ ტირილი არა ხოლო თუ...
კარგნი არიან: სიწმიდე, სულგრძელება, სიმშვიდე და სხვანი ქრისტიანობრივი სათნოებანი; გარნა ამათ ყოველთა ვერსად ვერ შეიძენს კაცი ისრე და ვერ დაამტკიცებს, როგორადაც სახლში.
თუ გსურს შესვლა საღმრთოსა ქორწილსა შინა და ჭამა პურისა მუნ, ესე იგი შესვლა წმიდასა ეკლესიასა შინა და მიღება ეკლესიის მადლისა, უნდა გქონდეს სამოსელი საქორწინე; სამოსელი ნიშნავს სულიერსა სამკაულსა, ესე იგი სათნოებასა, კეთილმოქმედება...
იხილეთ სრულად
თუ გსურს შესვლა საღმრთოსა ქორწილსა შინა და ჭამა პურისა მუნ, ესე იგი შესვლა წმიდასა ეკლესიასა შინა და მიღება ეკლესიის მადლისა, უნდა გქონდეს სამოსელი საქორწინე; სამოსელი ნიშნავს სულიერსა სამკაულსა, ესე იგი სათნოებასა, კეთილმოქმედებასა, კეთილს ყოფაქცევასა. თუ გაბედე შესვლა ეკლესიასა შინა, ანუ მიღება ქრისტიანობისა და არ ჰცდილობ შეიმოსო სამოსელი საქორწინე. ოდესმე ღმერთი გკითხავს შენცა: „მოყვასო ვითარ შემოხვედ აქა?“ რაღა პასუხი გექნება შენ მაშინ? შენ დ...