ვინც გულმოდგინედ ლოცულობს, ვინც არ ინდობს თავის თავს, უფრო სწორად, თავის "ძველ კაცს", ჩვენში რომ ცხოვრობს, ის ომში იწვევს უხილავ გველებს - ჯოჯოხეთის სულებს, შხამიანი ნესტარივით რომ გესლავენ მას ვნებებითა და ცოდვილი გულისსიტყვებით....
იხილეთ სრულად
ვინც გულმოდგინედ ლოცულობს, ვინც არ ინდობს თავის თავს, უფრო სწორად, თავის "ძველ კაცს", ჩვენში რომ ცხოვრობს, ის ომში იწვევს უხილავ გველებს - ჯოჯოხეთის სულებს, შხამიანი ნესტარივით რომ გესლავენ მას ვნებებითა და ცოდვილი გულისსიტყვებით. მაგრამ თუ ლოცვისას კაცი მტკიცედ დგას და უკან არ იხევს, იგი ამ ბრძოლაში ღვთის შეწევნას გრძნობს, გრძნობს თითქოს ჩუმი სიხარულის გამონათებებს - ასე ჩანს ხოლმე, ალაგ-ალაგ საწვიმარ ღრუბლებს შორის ცის ლაჟვარდი. ამის შემდეგ სულ...
ლოცვა შეიძლება მოულოდნელად იშვას, როდესაც უბედურება ისე აფხიზლებს ადამიანს, თითქოს ღრმა ძილში ჩაძირულს ვიღაცამ ხელი ჰკრაო. მწუხარება აღებს მისი გულის კარს ლოცვისათვის, ჩაქუჩის დარტყმებით ამსხვრევს ქვის კუბოდ ქცეულ მის გულს. კაცი ხ...
იხილეთ სრულად
ლოცვა შეიძლება მოულოდნელად იშვას, როდესაც უბედურება ისე აფხიზლებს ადამიანს, თითქოს ღრმა ძილში ჩაძირულს ვიღაცამ ხელი ჰკრაო. მწუხარება აღებს მისი გულის კარს ლოცვისათვის, ჩაქუჩის დარტყმებით ამსხვრევს ქვის კუბოდ ქცეულ მის გულს. კაცი ხედავს, რომ ამქვეყნად ყველაფერი არარაობაა და მხოლოდ ღმერთშია ცხონება და სიცოცხლე; რომ წარმავალ და გაქრობის გზაზე შემდგარ სამყაროში ჭეშმარიტად მყოფობს ერთადერთი ღმერთი; ხოლო ამა სოფლის მირაჟებს, აჩრდილებსა და ზმანებებს შორ...
ლოცვა ყოველი სათნოების წყაროა, ლოცვა ფრთებია, კაცის ცად აღმყვანებელი, ლოცვა სულის მიერ შიშის ძლევა და მოწყინებისაგან განთავისუფლებაა, მარადიული სიხარულის წინასწარგანცდა და ზეციური იერუსალიმის დიდების აჩრდილია. ლოცვა იმ საიდუმლო გა...
იხილეთ სრულად
ლოცვა ყოველი სათნოების წყაროა, ლოცვა ფრთებია, კაცის ცად აღმყვანებელი, ლოცვა სულის მიერ შიშის ძლევა და მოწყინებისაგან განთავისუფლებაა, მარადიული სიხარულის წინასწარგანცდა და ზეციური იერუსალიმის დიდების აჩრდილია. ლოცვა იმ საიდუმლო გალობის ექოა, რომლითაც ანგელოზები ადიდებენ ღმერთს დღედაღამ; ლოცვა მიწის შვილთა კავშირია ზეცის მკვიდრებთან, ესაა მამისეული სახლის ფანჯრიდან გამომავალი სინათლე, შორი გზიდან დაბრუნებულს რომ ეგებება.
ლოცვა ყოფიერების საიდუმლოთა ამოხსნაა - იმ კვანძების გახსნა, კაცის გონებას რომ არ ძალუძს; ცოდვის ტყვეობისა და სოფლის ბორკილებისგან განთავისუფლება, საკუთარ გულში ჩაბუდებულ დემონთან ბრძოლა, იმ ბნელი ძალის შეკვრა, რომელიც სულს გულისსი...
იხილეთ სრულად
ლოცვა ყოფიერების საიდუმლოთა ამოხსნაა - იმ კვანძების გახსნა, კაცის გონებას რომ არ ძალუძს; ცოდვის ტყვეობისა და სოფლის ბორკილებისგან განთავისუფლება, საკუთარ გულში ჩაბუდებულ დემონთან ბრძოლა, იმ ბნელი ძალის შეკვრა, რომელიც სულს გულისსიტყვებისა და ვნებების მეშვეობით გარემოიცავს; სულის საუბარი მასთან, ვინც სიტყვაზე მაღლა დგას.
ლოცვა მარადიულობისაკენ გარღვევაა, სულის მიქცევა შემოქმედისკენ, მისტიკური თანაზიარება ღმერთთან, ახალი ცხოვრების დასაწყისი, ღვთაებრივი ნათლის აღქმის უნარი, უხილავი სხივი, თაბორის მთიდან კაცის გულისკენ მიმავალი, სულის ფერისცვალება და...
იხილეთ სრულად
ლოცვა მარადიულობისაკენ გარღვევაა, სულის მიქცევა შემოქმედისკენ, მისტიკური თანაზიარება ღმერთთან, ახალი ცხოვრების დასაწყისი, ღვთაებრივი ნათლის აღქმის უნარი, უხილავი სხივი, თაბორის მთიდან კაცის გულისკენ მიმავალი, სულის ფერისცვალება და ხორცის განსულიერება.