სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები
სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული ღვთისადმი, გამონათქვამები
გიყვარდეს ღმერთი თვით მასში და ყველა იმაში, რომლებიც მის სახეს საკუთარ თავში ატარებენ.
თუ ღმერთი გიყვარს, ისიც უნდა გიყვარდეს, ვინც ღმერთს უყვარს, რადგან უფალს ყველა ჩვენთაგანის მიმართ მამობრივი გული აქვს.
წმიდანები იყვნენ როგორც ღვთისმოყვარენი, ასევე - ყველა ადამიანზე მეტად კაცთმოყვარენი.
მხოლოდ ერთი სწავლება ეძიე, რომელიც აღაგზნებს, კვებავს და განამტკიცებს შენში ღვთის სიყვარულს.
თუ შენი გული მორჩილების ზეთით ავსებული და ღვთის სიყვარულის ცეცხლით ანთებული კანდელი არ არის, მაშინ უსარგებლოდ ანთებ ტაძარში კანდელს!
როგორც თევზი ცხოვრობს წყალში და წყლით, ასევე ღვთის მოსიყვარულე სულიც ლოცვაში და ლოცვით ცხოვრობს. ეს იმისაგან ხდება, ღვთის მოსიყვარულე სული განუწყვეტლივ ისწრაფის და სწყურია თავისი საყვარელი შემოქმედი. ეს სწრაფვა ზოგჯერ იმდენად დიდი... იხილეთ სრულად