სიცრუესა და ცილისწამებას უნდა ვუპასუხოთ მოთმინებით, მდუმარებით და მშვიდი, სერიოზული ახსნით, თუ განათლება გვეყოფა და ვითარება მოგვცემს ამის საშუალებას. საჭიროა მტკიცედ გვახსოვდეს, რომ ბოროტება არასოდეს დაიძლევა ბოროტებით. პავლე მოც...
იხილეთ სრულად
სიცრუესა და ცილისწამებას უნდა ვუპასუხოთ მოთმინებით, მდუმარებით და მშვიდი, სერიოზული ახსნით, თუ განათლება გვეყოფა და ვითარება მოგვცემს ამის საშუალებას. საჭიროა მტკიცედ გვახსოვდეს, რომ ბოროტება არასოდეს დაიძლევა ბოროტებით. პავლე მოციქული გვასწავლის: „და ნუცა ვინ ბოროტსა ბოროტისა წილ მიაგებთ; წინაისწარ განიზრახევდით კეთილსა წინაშე ყოველთა კაცთა“ (რომ. 12.17). უკეთესია თვითონ განიცადო ტკივილი და დამცირება, ვიდრე მიაყენო იგი მდევნელსა და მაჭირვებელს.
ცხორებაი ყოველთა წმიდათა და მართალთაი მოთმინებითა განშუენებულ და განბრწყინვებულ არს. ამისთვის, ჰოი კაცო, გიყუარდინ მოთმინებაი, ვითარცა ფსალმუნი გასწავებს და გეტყვის: "დაუთმე უფალსა, დაიცევ გზანი მისნი" (ფსალმ. 36,34). და წმიდაი მო...
იხილეთ სრულად
ცხორებაი ყოველთა წმიდათა და მართალთაი მოთმინებითა განშუენებულ და განბრწყინვებულ არს. ამისთვის, ჰოი კაცო, გიყუარდინ მოთმინებაი, ვითარცა ფსალმუნი გასწავებს და გეტყვის: "დაუთმე უფალსა, დაიცევ გზანი მისნი" (ფსალმ. 36,34). და წმიდაი მოციქული მავლე გასწავებს, რაითა მოიგნე საქმენი კეთილნი, და იტყვის, ვითარმედ: "მწუხარებასა შინა მოთმინებაი" (რომ. 5.3). და ოდეს მოიგო მოთმინებაი, მაშინ ჰპოვო წყაროი ცხორებისაი, რომელ არს სასოებაი, რამეთუ იტყვის, ვითარმედ: "...