ამპარტავნება, ქედმაღლობა - ციტატები, გამონათქვამები

ამპარტავნება, ქედმაღლობა - ციტატები, გამონათქვამები ამპარტავნება, ქედმაღლობა, გამონათქვამები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

როგორც მონანულისთვის უცხოა ამპარტავნება, ისე ნებით შემცოდეს ვერ ხელეწიფება სიმდაბლე. როგორც მონანულისთვის უცხოა ამპარტავნება, ისე

link
ნეტარი ავგუსტინე

ჯობს სიმდაბლით ვაღიარებდეთ ჩვენს ცოდვებს, ვიდრე ამპარტავნულად ვიქებდეთ თავს სათნოებებით. ჯობს სიმდაბლით ვაღიარებდეთ ჩვენს ცოდვებს

link

ყოველმან, რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს და რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, ამაღლდეს თ. 14, 11 ყოველმან, რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი

link
წმ. ბასილი დიდი

ნუ მედიდურობ იმით, რაც დღეს გააკეთე, გუშინ და დიდი ხნის წინ გაკეთებულ ბოროტ საქმეებს საკუთარ თავს ნუ აპატიებ. როცა დღევანდელით აღზვავდები, უწინდელი დაცემები გაიხსენე და ამით თავს დააღწევ უგუნურ მედიდურობას. ნუ მედიდურობ იმით, რაც დღეს გააკეთე, გუშინ და

link
წმ. ამბროსი მედიოლანელი

ნუ იქნები თვითონ მლიქვნელი და ნურც სხვას მისცემ საშუალებას, თავი დაიმციროს შენს წინაშე და გეპირფერებოდეს: პირველი ცბიერი და ვერაგი ადამიანის თვისებაა, უკანასკნელი კი - პატივმოყვარე და ამპარტავანისა. ნუ იქნები თვითონ მლიქვნელი და ნურც სხვას

link
image

ვინმეს გულწრფელ შექებასაც კი ერიდე, რადგან თავმდაბალ ადამიანს ის არ უყვარს, ამპარტავანი კი კიდევ უფრო ქედმაღალი ხდება. ვინმეს გულწრფელ შექებასაც კი ერიდე, რადგან

link
წმ. იოანე ოქროპირი

ვისაც ღვთის წინაშე თავი წმიდად მიაჩნია, ის არაწმიდაა, თუნდაც ყოველ კაცზე უწმიდესი იყოს; წინააღმდეგ ამისა, ვინც თავის თავს ყოველ კაცზე უკანასკნელად თვლის, ის შეიქმნება მართალი. ვისაც ღვთის წინაშე თავი წმიდად მიაჩნია, ის

link
წმ. იოანე ოქროპირი

ვინც გრძნობს, რომ მას ბევრი კეთილი უქმნია და არ იფიქრებს, რომ ის ყველაზე უკანასკნელია, ის ვერავითარ სარგებლობას ვერ მიიღებს ვერცერთ თავის კეთილ საქმეთაგან. ვინც გრძნობს, რომ მას ბევრი კეთილი უქმნია და

link

ბევრი აღასრულე თუ ცოტა, შენი წოდებით, ღვთის სადიდებლად, თავს ნუ იმაღლებ ამით, არამედ თავმდაბლად თქვი: “არა მე, არამედ მადლი იგი ღმრთისაი, რომელი იყო ჩემ თანა”. თ. 15, 10 ბევრი აღასრულე თუ ცოტა, შენი წოდებით, ღვთის

link

ამპარტავნების ნაყოფი ჯოჯოხეთად შთამხდელი არის, ვითარცა შთახადა ფარისეველი, უფსკრულთა შინა ჯოჯოხეთისათა. სიმდაბლის ნაყოფი სასუფეველად აღმყვანებელი არის, ვითარცა ხმობს წინასწარმეტყველი დავით: “დავმდაბლდი და მაცხოვნა მე”. ამპარტავნების ნაყოფი ჯოჯოხეთად შთამხდელი

link

ამპარტავნება, ქედმაღლობა, გამონათქვამები

2