სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები
სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული ღვთისადმი, გამონათქვამები
შეუძლია ვინმეს თქვას სამოთხის შესახებ, რა იქნება იქ? სამოთხეზე შეუძლია ილაპრაკოს იმან, რომელმაც სულიწმიდით შეიცნო უფალი და მისი სიყვარული ჩვენს მიმართ. უფალი ისეთი საყვარელია, რომ მისი სიყვარულისაგან სული მხოლოდ მასზე ფიქრობს და ა... იხილეთ სრულად
წმინდა მსახურებას თავისი თავგანწირულობით, რომელიც შედეგია უფლის დიდი რწმენისა და სიყვარულისა, ადამიანისათვის სიხარული მოაქვს. მას უხარია, რომ ცოცხალია და მისი გული ანთებულია და ადიდებს თავის კეთილისმყოფელ უფალს და ისიც უხარია, რომ... იხილეთ სრულად
სიყვარული - ეს უპირველესი და მთავარი გრძნობაა, რითაც უნდა აღიბეჭდოს ჩვენი ყოველგვარი დამოკიდებულება უფლისადმი; მაგრამ ცივი, არაფრით გამოხატული სიყვარული, სხვა არაფერია, თუ არა - ცარიელი მოჩვენება, უსიცოცხლო გამოსახულება, ცეცხლის ფ... იხილეთ სრულად
ღვთისადმი სიყვარულით ადამიანისთვის ყველგან სამოთხეა; მის გარეშე კი - ყველგან ჯოჯოხეთი.
თუ მოწყენილი ხარ, ეს იმიტომ, რომ ჯერ კიდევ არ გიყვარს უფალი. თუ სასძლოს თავისი სასიძო უყვარს, მაშინ საყვარელ ადამიანთან ერთად მისთვის არც სიღარიბე, არც უბედურებები, არც ჯურღმული არაა ძნელი; მხოლოდ მასთან განშორება უძნელდება: მაშინ... იხილეთ სრულად
ღვთის გარეშე, რასაც არ უნდა ვეთაყვანებოდეთ, ყოველთვის რაღაც გვაკლია, ჩვენი გული ყოველთვის რაღაცას ეძიებს, და ნეტარი ავგუსტინეს შესანიშნავი სიტყვებით: "მანამდე მღელვარებს, ვიდრე ღვთაებრივ სიყვარულს არ მიაღწევ".
ქვეყანა და ყველაფერი, რაც ამქვეყნადაა, არაფერს ნიშნავს იმისათვის, ვისთვისაც უფალი ყველაფერია.
"როგორ დავიცვათ თავი ცდუნებებისგან?" - ჰკითხა ერთმა ამბა პიმენს. წმიდა ბერმა უპასუხა: "ქვაბში, რომელიც მუდმივად თუხთუხებს, ბუზი ვერ ჩავარდება: და სულაც, რომელიც უფლისადმი სიყვარულით არის მხურვალე, ვერაფერი აცდუნებს.
ამქვეყნად არაფერია ისეთი, რაც შეძლებდა ღვთისადმი სიყვარული ამოეძირკვა იმ გულიდან, რომელშიც იგი დასახლდა.
შეიყვარე უფალი მთელი გულით, მთელი სულით და მთელი შენი არსებით, თუ გსურს, თავიდან აიცილო მარადიული ტანჯვა-წამება სიკვდილის შემდეგ, თუ გსურს, იგემო მარადიული სიხარული, მარადიული ნეტარება - ჯერ კიდევ დედამიწაზე, რომელიც, დამიჯერე, ის... იხილეთ სრულად