მთელი ცხოვრება რომ მხოლოდ რამდენიმე წამს გრძელდებოდეს და აქედან ხუთი - სულიერი მშვიდობისა და მეორე ხუთი - სულის წუხილისა და მწუხარებისა იყოს, მაშინაც კი, ასე უნდა ვამბობდე: დიახაც, უეჭველია, რომ მყავს სიცოცხლისმომცემელი და ზრუნავს...
იხილეთ სრულად
მთელი ცხოვრება რომ მხოლოდ რამდენიმე წამს გრძელდებოდეს და აქედან ხუთი - სულიერი მშვიდობისა და მეორე ხუთი - სულის წუხილისა და მწუხარებისა იყოს, მაშინაც კი, ასე უნდა ვამბობდე: დიახაც, უეჭველია, რომ მყავს სიცოცხლისმომცემელი და ზრუნავს ჩემზე ჩემთვის ცხოვრებისმომნიჭებელი. ასევე მტკიცედ უნდა ვამბობდე, რომ არსებობს ქვეყნად ის (ქრისტე), ვისაც აქვს ხელმწიფება სიკვდილზე. და ის ხუთი უსიამოვნო წამი ამ ღმერთის საწინააღმდეგო არსებიდან უნდა მოდიოდეს, იმიტომ, რომ...
ლოცვის დროს არის წუთები, როცა კაცს სულის მომაკვდინებელი წუხილი და წყვდიადი ედება გულზე და მიზეზიც ამისა ურწმუნოება გახლავთ (ურწმუნოება სიბნელეა). ნუ შეუშინდებით ასეთ წუთებს, გაიხსენე, რომ თუკი შენში ჩაქრა ღვთაებრივი ბრწყინავი შუქი...
იხილეთ სრულად
ლოცვის დროს არის წუთები, როცა კაცს სულის მომაკვდინებელი წუხილი და წყვდიადი ედება გულზე და მიზეზიც ამისა ურწმუნოება გახლავთ (ურწმუნოება სიბნელეა). ნუ შეუშინდებით ასეთ წუთებს, გაიხსენე, რომ თუკი შენში ჩაქრა ღვთაებრივი ბრწყინავი შუქი, იგი მუდმივად, მთელი თავისი ბრწყინვალებითა და დიდებულებითაა დაუნჯებული ღმერთში, მის ეკლესიაში, ზეციურსა და მიწიერში, დროებით სოფელში. ყველგან ერთი "სამარადისოი იგი ძალი მისი და ღმრთეებაი" (რომ.1,20). არ იფიქრო, ჭეშმარიტ...
ღმერთი რაკიღა მარადიული ჭეშმარიტებაა, ჭეშმარიტების მიმართ ურწმუნოებისა და ეჭვის წამს ვერ ეგუება ჩვენში. ღმერთი რადგანაც რომ სიკეთეა მარადიული, "ყოველ კაცთა ჰნებავს ცხოვრებაი და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსვლაი" - (1 ტიმ.2,4.) ...
იხილეთ სრულად
ღმერთი რაკიღა მარადიული ჭეშმარიტებაა, ჭეშმარიტების მიმართ ურწმუნოებისა და ეჭვის წამს ვერ ეგუება ჩვენში. ღმერთი რადგანაც რომ სიკეთეა მარადიული, "ყოველ კაცთა ჰნებავს ცხოვრებაი და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსვლაი" - (1 ტიმ.2,4.) და ჩვენც, როგორღაც ღვთის შვილებმა, მთელი გულით უნდა ვუსურვოთ სიკეთე და ცხონება ჩვენს მტრებსაც კი, კიდეც უნდა გავისარჯოთ ამისთვის.
იმედს, რომ ისმენს უფალი ჩვენს ლოცვას და მოგვცემს, რასაც ვითხოვთ, რწმენა უნდა ედოს საფუძვლად: უნდა გვწამდეს ღვთის სიკეთისა და უშურველობისა, რადგან ღმერთი მოწყალეა, უხვია და კაცთმოყვარე. აქვე გავიხსენოთ უთვალავი მაგალითი მისი სიკეთი...
იხილეთ სრულად
იმედს, რომ ისმენს უფალი ჩვენს ლოცვას და მოგვცემს, რასაც ვითხოვთ, რწმენა უნდა ედოს საფუძვლად: უნდა გვწამდეს ღვთის სიკეთისა და უშურველობისა, რადგან ღმერთი მოწყალეა, უხვია და კაცთმოყვარე. აქვე გავიხსენოთ უთვალავი მაგალითი მისი სიკეთისა - ჩვენი ცხოვრება იქნება ეს, თუ სხვებისა (წმიდა წერილი, წმიდათა ცხოვრება). ჩვენს ლოცვას წარმატება რომ ჰქონდეს, მვედრებელს ლოცვის დაწყებამდე მტკიცედ, მთელი გულით უნდა სწამდეს, რომ ისმენს უფალი მის ლოცვას. ხშირად გვეძლევ...
რწმენა იმისა, რომ ღმერთი არსებობს, მჭიდროდაა დაკავშირებული საკუთარი სულის არსებობასთან, რადგანაც ერთიცა და მეორეც სულიერი სამყაროს შემადგენელი ნაწილებია.
ღვთისმოსავისათვის გამჩენის არსებობა ისეთივე ნათელია, როგორც საკუთარი ...
იხილეთ სრულად
რწმენა იმისა, რომ ღმერთი არსებობს, მჭიდროდაა დაკავშირებული საკუთარი სულის არსებობასთან, რადგანაც ერთიცა და მეორეც სულიერი სამყაროს შემადგენელი ნაწილებია.
ღვთისმოსავისათვის გამჩენის არსებობა ისეთივე ნათელია, როგორც საკუთარი ყოფიერება. ნებისმიერი აზრი, კეთილი თუ მრუდე, სურვილი იქნება ეს თუ განზრახვა, სიტყვა თუ საქმე, შესაბამის - სიმშვიდეს ან ღელვას, სიხარულს ან წუხულს იწვევს გულში და ეს კი გახლავთ შედეგი ღვთის (ყველა სულისა და ქმნილების ბატონის) ზ...
ყოველი სარწმუნოება ვერ აცხოვნებს კაცს, არამედ სარწმუნოება ცხოველი. თვით საღმრთო წერილი გვასწავლის, რომ სარწმუნოება არის ცხოველი და არის მკვდარი. ცხოველი სარწმუნოება ადამიანის გულში სუფევს და მას სახარების სჯულის მიხედვით ამოქმედებ...
იხილეთ სრულად
ყოველი სარწმუნოება ვერ აცხოვნებს კაცს, არამედ სარწმუნოება ცხოველი. თვით საღმრთო წერილი გვასწავლის, რომ სარწმუნოება არის ცხოველი და არის მკვდარი. ცხოველი სარწმუნოება ადამიანის გულში სუფევს და მას სახარების სჯულის მიხედვით ამოქმედებს. მკვდარი სარწმუნოება კი მხოლოდ კაცის ბაგეებზე ჩანს და მის გულში არ შეუღწევია, იგი ვერ მართავს მის მოქმედებას და არც მის საქმეებში ჩანს.
სჯულიერი სწავლების აზრი და შინაარსი, მართალია, კაცის ჭკუამ, ანუ გონებამ უნდა შეიცნოს, მაგრამ მისი დაჯერება, დარწმუნება და შეტკბობა გულის საქმეა. სხვაა რომელიმე აზრის მიღება და გაზიარება, სხვა - დარწმუნება და შეტკბობა.
სარწმუნოებას კაცის გული თავისუფლად იღებს, სურვილით იღებს, რადგან სარწმუნოება ანუგეშებს და ახარებს მას. ამ დროს იგი კაცის ცხოვრების უმთავრესი მმართველი და წინაძღვარი ხდება. სარწმუნოება არამარტო ჭკუისადმი, არამედ მთელი კაცობრივი არს...
იხილეთ სრულად
სარწმუნოებას კაცის გული თავისუფლად იღებს, სურვილით იღებს, რადგან სარწმუნოება ანუგეშებს და ახარებს მას. ამ დროს იგი კაცის ცხოვრების უმთავრესი მმართველი და წინაძღვარი ხდება. სარწმუნოება არამარტო ჭკუისადმი, არამედ მთელი კაცობრივი არსებისა და ბუნებისადმი მიიქცევა, ამიტომ სარწმუნოება სულისა და გულისათვის სასურველი და თავისუფალი ზნეობრივი მოღვაწეობაა, ან უმჯობესია ვთქვათ, გულითადი სარწმუნოება უდიდესი და უმჯობესია ყოველთა მსხვერპლთა და შესაწირავთა ღმრთი...
სარწმუნოება ორგვარია: ერთი თავისუფალი, გულითადი და მეორე იძულებითი, უნებლიე. როცა ქრისტეს თანამედროვენი მის მიერ ჩადენილ სასწაულებს უყურებდნენ, იძულებულნი ხდებოდნენ უნებლიეთ ერწმუნათ. ზოგიერთი ჩვენგანის სარწმუნოება ცივი, უქმი და თ...
იხილეთ სრულად
სარწმუნოება ორგვარია: ერთი თავისუფალი, გულითადი და მეორე იძულებითი, უნებლიე. როცა ქრისტეს თანამედროვენი მის მიერ ჩადენილ სასწაულებს უყურებდნენ, იძულებულნი ხდებოდნენ უნებლიეთ ერწმუნათ. ზოგიერთი ჩვენგანის სარწმუნოება ცივი, უქმი და თითქმის მკვდარია. ასეთი მორწმუნენი ფარისევლებსა და მწიგნობრებს ჰგვანან, რომელთაც, ხედავდნენ რა იესოს მიერ ჩადენილ სასწაულებს და იცოდნენ რა, ძე ღმრთისა იყო, კეთილ საქმეებს მაინც არ მისდევდნენ. ზოგიერთი ჩვენგანის სარწმუნოებ...