სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები

სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული ღვთისადმი, გამონათქვამები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ნუ მეტყვი, რომ გიყვარს უფალი - ეს მხოლოდ სიტყვებია: მიჩვენე სიყვარული საქმით ნუ მეტყვი, რომ გიყვარს უფალი - ეს მხოლოდ

უფლისადმი სიყვარული ყველაფერს ჩვენი ცხონებისა და ნეტარების საშუალებად აქცევს; მის გარეშე ყველა საშუალება არ აღწევს მიზანს. კანდელი უზეთოდ ვერ დაენთება და ლოცვაც ვერ გაანათლებს სულს უსიყვარულოდ. ის სიყვარულის გარეშე ვერ ავა ღმერთამდე. უფლისადმი სიყვარული ყველაფერს ჩვენი ცხონებისა

წვიმა მაშინ კი არაა სასარგებლო ნიადაგისთვის, როცა იგი ჯერ კიდევ სრულებით არ გათავისუფლებულა თოვლისა და ყინულისაგან, არამედ მაშინ, როცა გამთბარია მზის სხივებით: სწორედ ასევე ღვთის სიკეთეს საკმარისად მხოლოდ ის გულები ღებულობენ, რომლებიც უფლისადმი სიყვარულით არიან გამთბარნი. წვიმა მაშინ კი არაა სასარგებლო ნიადაგისთვის

ღმერთისთვის არაფერია სიყვარულზე სასურველი. არაფერი ისე არ ესათნოება უფალს, როგორც ადამიანის გული, რომელშიც მისდამი სიყვარული გიზგიზებს. სიყვარულის გარეშე ადამიანის ყველა ქმედება, რაც არ უნდა კეთილად გამოიყურებოდეს იგი გარეგნულად და თუნდაც დიდებულიც კი გვეჩვენებოდეს, არაფერს ნიშნავს უფლის თვალისთვის და ღმერთს სძულს იგი. ღმერთისთვის არაფერია სიყვარულზე სასურველი.

ღვთისადმი სიყვარულის საზომი უზომო სიყვარულია ღვთისადმი სიყვარულის საზომი უზომო სიყვარულია

ჩვენ იმდენად ვართ ვალდებულნი, გვიყვარდეს ღმერთი საკუთარ თავზე მეტად, რამდენადაც იგი ჩვენზე აღმატებულია ჩვენ იმდენად ვართ ვალდებულნი, გვიყვარდეს

ცეცხლი, რომელიც მიწაზე ანთია, მიწისკენ კი არ მიილტვის, არამედ - ყოველთვის ზემოთ მიემართება. ასევე შენი სიყვარული შენშივე კი არ უნდა დარჩეს, არამედ ყოველთვის უფლისადმი ამაღლდეს. ცეცხლი, რომელიც მიწაზე ანთია, მიწისკენ კი არ

ბუნებაში ყველა საგანი თავისი მიდრეკილების მიხედვით მოძრაობს: მსუბუქები სიმაღლეზე ადიან. მძიმეები კი მიწისკენ მიიზიდებიან. გონიერ ქმნილებებში ეს მიდრეკილება სიყვარულია და ისინი იქეთ მიისწრაფიან, საითაც მათ გულში არსებული ეს ვნება იზიდავს. ამგვარად, თუკი ჩვენში ბატონობს ხრწნადი სიკეთეებისადმი სიყვარული, ხორციელი სიამოვნებების წყურვილი, პატივისა და დიდების სურვილი, მაშინ სრულებით მიწას მივეკუთვნებით და ზეციურ საგნებამდე ამაღლება ჩვენთვის ისევე ძნელი იქნება, როგორც ქვისთვის მაღლა ატყორცნა: მაგრამ თუ ხორცის მოკვდინებით ყველა მიწიერ სურვილს დავთრგუნავთ, მაშინ ჩვენი ღვთივმიმსგავსებული სული, დაუბრკოლებლად, უსწრაფესად აღიტყორცნება ღვთისაკენ, ვიდრე - ქვა სიმაღლიდან თავის ადგილს დაუბრუნდებოდეს. ბუნებაში ყველა საგანი თავისი მიდრეკილების

ორი სახის სიყვარული ორი სახის მოქალაქეობას წარმოშობს: უფლისადმი სიყვარული იერუსალიმის (ზეციური ქალაქის) მოქალაქეებად გვაქცევს, ამასოფლისადმი სიყვარული კი - ბაბილონის მოქალაქეებად (ცოდვილი ქალაქი). დაე, ჰკითხოს ყოველმა ჩვენთაგანმა საკუთარ თავს: რა უყვარს და მიხვდება, რომელი ქალაქის მოქალაქეა იგი. ორი სახის სიყვარული მოქალაქეობას წარმოშობს:

როგორც ორ სულს არ ძალუძს ერთი სხეულის განსულიერება, ასევე ორ - ღვთისა და ამასოფლისადმი სიყვარულს - არ შეუძლია ერთი სულის განსულიერება. როგორც ორ სულს არ ძალუძს ერთი სხეულის

სიყვარული ღვთისადმი, გამონათქვამები

2