სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები
სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული ღვთისადმი, გამონათქვამები
ღვთაებრივი სიყვარულის ცეცხლში იწვოდე, რომ არ დაიწვა იმით, რითაც - დემონები
საკუთარი თავისადმი სიყვარული მსხვეროლად იწირავს მოყვასისადმი სიყვარულს. საკუთარი თავისა და მოყვასის სიყვარული კი მსხვერპლად ღვთისადმი სიყვარულს შეიწირავს.
საკუთარი თავი უნდა გვიყვარდეს უფლისათვის და ნაწილობრივ მოყვასისათვის: მოყვასი უფლისათვის უნდა გვიყვარდეს: ღმერთი კი უნდა გვიყვარდეს თვით მისთვის და ყველაზე ძლიერ.
მოყვასს ნუ გაანაწყენებ და ნურც გააღმერთებ, ნურც საკუთარ თავს გააღმერთებ. ღმერთი კი გიყვარდეს მტკიცე სულით, ანუ - მთელი გულითა და გონებით.
ვინაიდან ყოვლისშემძლე შემოქმედს თანასწორი არა ჰყავს, ამიტომ ჩვენი სიყვარულის გაყოფა არავისთან უნდა და ჩვენგან მთელ გულს მოითხოვს. არ სურს, რომ ეს სიყვარული ღვთისადმი სრულყოფილ სიყვარულს თუნდაც მცირეოდენ დაბრკოლებად ექცეს.
საიდან ექნება ღვთისმოსაური ღვაწლისთვის ძალა მას, ვისაც არა აქვს მხურვალე სიყვარული უფლის მიმართ?
ვიღაცამ უთხრა ამბა აღათონს: მე მომეცა მცნება, მაგრამ მცნების აღსრულება მწუხარებასთან არის შერწყმული: ისიც მინდა, რომ აღვასრულო და მწუხარებისაც მეშინია. ბერმა უპასუხა: "რომ შეგძლებოდა, სიყვარული გქონოდა, მცნებებს შეასრულებდი და მწუ... იხილეთ სრულად