ჩვენ ველით სამსახურს სხვათაგან და სიკვდილივით გვეშინია `მსახურის მდგომარეობაში” ყოფნისა, საკუთარი ამპარტავნების გასამართლებლად კი მოგვყავს ასაკი, მდგომარეობა საზოგადოებაში, დაღლილობა, სნეულებანი და ა.შ. მხოლოდ ერთი წამით წარმოიდგი...
იხილეთ სრულად
ჩვენ ველით სამსახურს სხვათაგან და სიკვდილივით გვეშინია `მსახურის მდგომარეობაში” ყოფნისა, საკუთარი ამპარტავნების გასამართლებლად კი მოგვყავს ასაკი, მდგომარეობა საზოგადოებაში, დაღლილობა, სნეულებანი და ა.შ. მხოლოდ ერთი წამით წარმოიდგინეთ, როგორ შეიცვლებოდა ჩვენი ცხოვრება, თითოეულმა ჩვენგანმა რომ აი, ამ წუთიდან წესად გაიხადოს მოყვასის სურვილების აუცილებელი შესრულება და ისწრაფოდეს თავისი ძალების, ტალანტებისა და შესაძლებლობების ფარგლებში ემსახუროს მოყვა...
შენ ეშმაკის წინააღმდეგ კი არ იბრძვი, რომელმაც თითქოს ქვის სროლით უბიძგა შენს ძმას და აიძულა იგი შემოეტია შენთვის, არამედ, უგუნურო, ძმაზე თავდასხმას იწყებ. შენ არ გიყვარს მოყვასი უფრო მეტად, ვიდრე საკუთარი თავი. ის კი არა, უბრალოდ ...
იხილეთ სრულად
შენ ეშმაკის წინააღმდეგ კი არ იბრძვი, რომელმაც თითქოს ქვის სროლით უბიძგა შენს ძმას და აიძულა იგი შემოეტია შენთვის, არამედ, უგუნურო, ძმაზე თავდასხმას იწყებ. შენ არ გიყვარს მოყვასი უფრო მეტად, ვიდრე საკუთარი თავი. ის კი არა, უბრალოდ _ როგორც შენი თავი, ისეც არ გიყვარს, რადგან გაქვს საჭმელი, სასმელი, ტანსაცმელი, სიმშვიდე, იმ დროს, როცა შენი ძმა მშიერია და სწყურია, განიცდის უპოვარებას და შეჭირვებას, შენ კი მისი შეხედვაც არ გინდა. ეს ეწინააღმდეგება ქრი...
როდესაც გულაჩუყებითა და გულში სასიამოვნო მჭმუნვარებით მიმართავ უფალს ლოცვით, როგორც შენთვის, ასევე მთელი კაცობრიობისთვის _ შენთვის ცნობილი და უცნობი მტრისა და მეგობრისათვის, შენი შეურაცხმყოფელისათვის და არაშეურაცხმყოფელისათვის, მა...
იხილეთ სრულად
როდესაც გულაჩუყებითა და გულში სასიამოვნო მჭმუნვარებით მიმართავ უფალს ლოცვით, როგორც შენთვის, ასევე მთელი კაცობრიობისთვის _ შენთვის ცნობილი და უცნობი მტრისა და მეგობრისათვის, შენი შეურაცხმყოფელისათვის და არაშეურაცხმყოფელისათვის, მაშინ იცოდე, რომ გულით გიყვარს მოყვასი. მაგრამ სულის ასეთი მოწესრიგება მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც სიყვარულის საქმეს ფარულად აკეთებ.
როგორადაც ძალგიძს, ისე შეეწიე მოყვასს. თუკი სასწაულთმოქმედი სიტყვით არ შეგიძლია ადამიანთა უძლურება განკურნო, კეთილი სიტყვით ანუგეშე და გაამხნევე შეჭირვებული! და თუკი მოყვასს დაეხმარები, მაშინ, ჰოი, საკვირველებავ, თვით უფალი ჩვენი ...
იხილეთ სრულად
როგორადაც ძალგიძს, ისე შეეწიე მოყვასს. თუკი სასწაულთმოქმედი სიტყვით არ შეგიძლია ადამიანთა უძლურება განკურნო, კეთილი სიტყვით ანუგეშე და გაამხნევე შეჭირვებული! და თუკი მოყვასს დაეხმარები, მაშინ, ჰოი, საკვირველებავ, თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე დაგიდგება მსახურად... ოდეს მოყვასს შეეწევი და მეოხ-ექმნები, თავად დაეუფლები საღმრთო საგანძურს, ქრისტეს სამეუფოს; მოყვასის შემმოსველი და დამპურებელი თავად იგემებ უკვდავებას და სამეფო ძოწეულით შეიმოსები...
რაი არს მთავარი ქრისტიანისათვის? - ზრუნვა მოყვასის ცხოვნებისათვის! მის ხსნას, გადარჩენას ქრისტიანი ხელს უწყობს ლოცვითა და საცხოვნებელი ქმედებით სიტყვითაც, მზერითაც და საქმითაც; განსაკუთრებით კი, წმიდა წერილის გავრცელებით შეაგონებს...
იხილეთ სრულად
რაი არს მთავარი ქრისტიანისათვის? - ზრუნვა მოყვასის ცხოვნებისათვის! მის ხსნას, გადარჩენას ქრისტიანი ხელს უწყობს ლოცვითა და საცხოვნებელი ქმედებით სიტყვითაც, მზერითაც და საქმითაც; განსაკუთრებით კი, წმიდა წერილის გავრცელებით შეაგონებს, აძლიერებს და განამტკიცებს მოყვასს, რათა არ ცდუნდეს.
მოძმისადმი სიყვარული გვასწავლის, რომ მათ მკაცრად კი არ ვუსაყვედუროთ, არამედ ხსნისათვის სასარგებლო სიტყვები ვუთხრათ. გაიხსენე, მაცხოვარმა ცოდვილ ქალს, რომლის ქვებით ჩაქოლვაც სურდათ ფარისევლებს, კი არ უსაყვედურა, არამედ რბილად უთხრა...
იხილეთ სრულად
მოძმისადმი სიყვარული გვასწავლის, რომ მათ მკაცრად კი არ ვუსაყვედუროთ, არამედ ხსნისათვის სასარგებლო სიტყვები ვუთხრათ. გაიხსენე, მაცხოვარმა ცოდვილ ქალს, რომლის ქვებით ჩაქოლვაც სურდათ ფარისევლებს, კი არ უსაყვედურა, არამედ რბილად უთხრა: `წარვედ და ამიერითგან ნუღარა სცოდავ” (იოან, 8, 11). როდესაც მოციქული ანანია დაბრმავებულ სავლესთან მივიდა, ქრისტიანთა დევნა კი არ უსაყვედურა არამედ მიმართა: ძმაო სავლე!
მისთვის, ვინც მოყვასის წრფელ სიყვარულში იღლება, დაღლილობა დასვენებად იქცევა. ხოლო ის, ვისაც საკუთარი თავი უყვარს და არაფერს აკეთებს, უსაქმოდ ჯდომისგანაც იღლება.
იმის მიხედვით, თუ როგორ შეითვისებს ადამიანი თავის მოყვასს, შეიძლება ვიმსჯელოთ, მასში არსებული სულიწმიდის დონის შესახებ; თუ ადამიანი თავის ძმაში ხედავს სულიწმიდის ყოფნას, ეს იმას ნიშნავს, რომ მასაც აქვს დიდი მადლი, ხოლო თუ არ უყვარ...
იხილეთ სრულად
იმის მიხედვით, თუ როგორ შეითვისებს ადამიანი თავის მოყვასს, შეიძლება ვიმსჯელოთ, მასში არსებული სულიწმიდის დონის შესახებ; თუ ადამიანი თავის ძმაში ხედავს სულიწმიდის ყოფნას, ეს იმას ნიშნავს, რომ მასაც აქვს დიდი მადლი, ხოლო თუ არ უყვარს თავისი ძმა, მაშინ ისიც შეპყრობილია `ავი სულით”.