ჭეშმარიტებასა და სიწმინდეში თუ ეჭვი შეგაქვს, გონება ჩვეულებრივ ბნელდება; გულს ურწმუნოება, შიში და სივიწროვე ეუფლება, მაგრამ თუკი გულწრფელად გწამს, სიხარულს, მშვიდობას, გულს სილაღე ეუფლება, გონებაც იწმინდება და შორსმჭვრეტელი ხდება....
იხილეთ სრულად
ჭეშმარიტებასა და სიწმინდეში თუ ეჭვი შეგაქვს, გონება ჩვეულებრივ ბნელდება; გულს ურწმუნოება, შიში და სივიწროვე ეუფლება, მაგრამ თუკი გულწრფელად გწამს, სიხარულს, მშვიდობას, გულს სილაღე ეუფლება, გონებაც იწმინდება და შორსმჭვრეტელი ხდება. განა აშკარა არაა, რომ ცრუა გული? როცა ეჭვი შეგაქვს რაიმე ჭეშმარიტსა და წმინდაში, გულის წუხილი იმის უეჭველი ნიშანია სწორედ, რომ მას აღარ სწამს. გული კვდება, რაკიღა ეჭვი შეაქვს ჭეშმარიტებაში, რაკიღა ხელყოფა და განადგურება...
მართლმადიდებელი ეკლესია კი გვასწავლის, რომ კაცის განმართლებისათვის საჭიროა როგორც სარწმუნოება იესო ქრისტესი, ისე ცხოვრება, მოქმედება, ანუ კეთილნი საქმენი სარწმუნოებისაებრ; ამასთანავე განგვიმარტავს, რომ ყოველი საქმე კაცისა მაშინ იქ...
იხილეთ სრულად
მართლმადიდებელი ეკლესია კი გვასწავლის, რომ კაცის განმართლებისათვის საჭიროა როგორც სარწმუნოება იესო ქრისტესი, ისე ცხოვრება, მოქმედება, ანუ კეთილნი საქმენი სარწმუნოებისაებრ; ამასთანავე განგვიმარტავს, რომ ყოველი საქმე კაცისა მაშინ იქნება ნამდვილად კეთილი და განმამართლებელი კაცისა, როდესაც იგი იესო ქრისტეს ცხოველი სარწმუნოებისგან, სასოებისა და სიყვარულისგან მომდინარეობს, როდესაც კაცის გულში თვით იესო ქრისტე ცხოვრობს და მოქმედებს.
გულითადი რწმენა აუცილებელია ადამიანისათვის, რადგან ჩვენი გონების შუქი ჭრაქივით ბჟუტავს, გონიერ სინათლეს, უფალი ღმერთის ზღვარდაუდებელ ნათელს ვერ იტევს; ეს სოფელი, უფსკრულია მისი ყოვლისშემძლეობისა, სიბრძნისა. ჩვენში, ერთობ მცირედი, ...
იხილეთ სრულად
გულითადი რწმენა აუცილებელია ადამიანისათვის, რადგან ჩვენი გონების შუქი ჭრაქივით ბჟუტავს, გონიერ სინათლეს, უფალი ღმერთის ზღვარდაუდებელ ნათელს ვერ იტევს; ეს სოფელი, უფსკრულია მისი ყოვლისშემძლეობისა, სიბრძნისა. ჩვენში, ერთობ მცირედი, შეიძლება ითქვას, წვეთია მისი ძლევამოსილებისა, სიბრძნისა, რადგან მხოლოდ ამდენს და მეტს ვერ დავიტევდით ჩვენს ხრწნად სხეულში.
თუ ცხოვრობს ქრისტიანი, ცხოვრობს რწმენით, როგორც პავლე მოციქული ამბობს: "მართალი სარწმუნოებითა ცხონდეს" (რომ. 1. 17). ასეთ ადამიანს ჯოჯოხეთის ყველა ძალა რომ თავს დაესხას, ადვილად უკუაგდებს მათ. რწმენის მეშვეობით ადამიანი სრულყოფილე...
იხილეთ სრულად
თუ ცხოვრობს ქრისტიანი, ცხოვრობს რწმენით, როგორც პავლე მოციქული ამბობს: "მართალი სარწმუნოებითა ცხონდეს" (რომ. 1. 17). ასეთ ადამიანს ჯოჯოხეთის ყველა ძალა რომ თავს დაესხას, ადვილად უკუაგდებს მათ. რწმენის მეშვეობით ადამიანი სრულყოფილებას აღწევს სათნოებებში, მაგრამ თუ მოიკვეთს რწმენის ფესვს, მაშინვე იღუპება არა მხოლოდ ნაყოფი, ანუ სათნოებები, არამედ - ფოთლებიც. ის, რითაც ქრისტიანი გარეგნულად განირჩევა სხვა ადამიანებისაგან