მხოლოდ მორწმუნე ადამიანის პატივია, იწოდებოდეს რეალისტად, რადგან სარწმუნოება რეალურად (სინამდვილეში) არსებულის შესახებ მოძღვრებაა, ხოლო რეალიზმი - არსებულის დანახვა. ასე მიგვაჩნია მორწმუნე საზოგადოებას. განმარტოება კი, როგორც სინდი...
იხილეთ სრულად
მხოლოდ მორწმუნე ადამიანის პატივია, იწოდებოდეს რეალისტად, რადგან სარწმუნოება რეალურად (სინამდვილეში) არსებულის შესახებ მოძღვრებაა, ხოლო რეალიზმი - არსებულის დანახვა. ასე მიგვაჩნია მორწმუნე საზოგადოებას. განმარტოება კი, როგორც სინდისიერებასთან შუამდგომელი ერთგვარი საშუალება, ჩვენში საკუთარი თავის შეცნობის სურვილს აღძრავს, თვინიერს ხდის გასასტიკებული სულის სამყაროს და გვათავისუფლებს ილუზიათა საბურველისგან.
რმწნა იმისათვის, რომ მაცხოვნებელი იყოს, რწმენისამებრ ცხოვრებას მოითხოვს, ვინაიდან რწმენა საქმეთა გარეშე მკვდარია (იაკ. 2,26). და შესაბამისად მას არ ძალუძს, ადამიანი მარადიულ ცხოვრებამდე მიიყვანოს.
თქვენი ტალანტი არის რწმენა, ამრავლეთ იგი და გადაეცით სხვებსაც, დავუშვათ, მუსულმანმა ხელთ იპყრა სახარება, გადაშალა იგი და გვერდზე გადადო. ესე იგი, არ მიეცა და შთაფლა ეს ტალანტი. შენ აიღე სახარება, წაიკითხე და დაიწყე საქმის კეთებაის...
იხილეთ სრულად
თქვენი ტალანტი არის რწმენა, ამრავლეთ იგი და გადაეცით სხვებსაც, დავუშვათ, მუსულმანმა ხელთ იპყრა სახარება, გადაშალა იგი და გვერდზე გადადო. ესე იგი, არ მიეცა და შთაფლა ეს ტალანტი. შენ აიღე სახარება, წაიკითხე და დაიწყე საქმის კეთებაისე, როგორც სწერია. ესე იგი მოგეცა ტალანტი. მაგრამ ვაი თუ ხუთი ტალანტი მოგეცა და სამ ტალანტზე შეჩერდი? სწორედ ამიტომ უნდა ამრავლო ტალანტი, რასაც კარგს გაიგებ, უნდა აკეთო. როგორ უნდა იყოს ადამიანის სული დამშვიდებული, როდესა...
საღმრთო რწმენა, როგორც ადამიანის გონების მეოხი ზესწრაფვისას, გვაძლევს საშუალებას, ვეზიაროთ სიმართლეს. მასშია კაცთატვის დაფარულის განცხადების საიდუმლობეა და ჩვენი შემეცნების სრულყოფა ჭეშმარიტებაში. რწმენაში იშვება და განსრულდება ღვ...
იხილეთ სრულად
საღმრთო რწმენა, როგორც ადამიანის გონების მეოხი ზესწრაფვისას, გვაძლევს საშუალებას, ვეზიაროთ სიმართლეს. მასშია კაცთატვის დაფარულის განცხადების საიდუმლობეა და ჩვენი შემეცნების სრულყოფა ჭეშმარიტებაში. რწმენაში იშვება და განსრულდება ღვთისმაძიებელი ადამიანის დამორჩილება უფლისადმი, სულის განსვენება მარადიულობაში. რმწენა, როგორც საღმრთო ნიჭი, ადამიანისთვის ცაბაოთ უფლის უხილავი მყოფობის გამომთქმელია, უხილველობაში ღვთის განცხადებული დიდებულებისა და ყოვლისმ...
აუცილებელია, გწამდეს არა მხოლოდ გონებით, არამედ გულისხმიერი მცნობელობით. ასე უნდა ისწარფოდე ღვთისაკენ. გულისმიერი ლტოლვა უფლისაკენ ქმნის რწმენის გამომხატველ მაცოცხლებელ ნაყოფს, რომელიც შინაგანი და გარეგანი მდგომარეობის თანხმობითაა...
იხილეთ სრულად
აუცილებელია, გწამდეს არა მხოლოდ გონებით, არამედ გულისხმიერი მცნობელობით. ასე უნდა ისწარფოდე ღვთისაკენ. გულისმიერი ლტოლვა უფლისაკენ ქმნის რწმენის გამომხატველ მაცოცხლებელ ნაყოფს, რომელიც შინაგანი და გარეგანი მდგომარეობის თანხმობითაა ერთობლიობაში აღმოცენებული. საღმრთო რწმენის ნაყოფი ისახება თითოეული ჩვენგანის პირად ცხოვრებაში. ასე მაგალითად: თუ შეგვიძლია, ვიცხოვროთ სხვისთვის, მისი ბედნიერებისათვის, მიანიშნებს იმაზე, რომ ვეზიარეთ რწმენას და ჩვენში აღ...
კაცი გულს სარწმუნოების ალით თუ არ შეითბობს, უზრუნველობამ იქნებ რწმენაც ჩაუქროს და ქრისტიანობა მთელი თავისი საიდუმლოებებით, იქნება კიდეც მოკვდეს ჩვენში. მტერსაც სწორედ ეგ უნდა და ამიტომაა, ცდილობს, ჩააქროს გულში რწმენა და დაავიწყოს...
იხილეთ სრულად
კაცი გულს სარწმუნოების ალით თუ არ შეითბობს, უზრუნველობამ იქნებ რწმენაც ჩაუქროს და ქრისტიანობა მთელი თავისი საიდუმლოებებით, იქნება კიდეც მოკვდეს ჩვენში. მტერსაც სწორედ ეგ უნდა და ამიტომაა, ცდილობს, ჩააქროს გულში რწმენა და დაავიწყოს გულს ჭეშმარიტებები ქრისტიანობისა. ესაა მიზეზი, რომ ჩვენს გარშემოც ვხედავთ ისეთებს, ქრისტიანები ჰქვიათ და საქმით სრული წარმართები არიან.
მაცხოვარი არის ჭეშმარიტი, საყვარელი სიძე ჩვენისა სულისა (იგავი ათი ქალწულის შესახებ, შდრ. მათ. 25.4); ხოლო ათი ქალწული გვიხატავენ სულთა ყოველთა ქრისტიანეთასა; ლამპარნი და ზეთნი გამოჰხატვენ სარწმუნოებასა და მათსა წმიდა ცხოვრებას, რ...
იხილეთ სრულად
მაცხოვარი არის ჭეშმარიტი, საყვარელი სიძე ჩვენისა სულისა (იგავი ათი ქალწულის შესახებ, შდრ. მათ. 25.4); ხოლო ათი ქალწული გვიხატავენ სულთა ყოველთა ქრისტიანეთასა; ლამპარნი და ზეთნი გამოჰხატვენ სარწმუნოებასა და მათსა წმიდა ცხოვრებას, რომელნიცა არიან ორი უმთავრესნი სათნოებანი ჭეშმარიტთა ქრისტიანეთა. ჩვენ ყოველნი ოდესმე უნდა შვეგებნეთ ჩენს ზეციერს სიძესა, მეორესა მისსა მოსვლასა. ბედნიერნი იქნებიან ისინი, რომლებიც, მსგავსად ხუთთა ბრძენთა ქალწულთა, სცდილო...
ჩვენი სარწმუნოება და ცხოვრება ერთი და იგივე უნდა იყოს, ანუ უმჯობეს არს თქმად: სარწმუნოება ჩვენი მარადის გამოიხატებოდეს ყოველთა საქმეთა შინა ჩვენთა: დიდთა და მცირეთა. ერთი სიტყვით, სარწმუნოება ჩვენი – საქმით შემოსილი, და საქმენი ყო...
იხილეთ სრულად
ჩვენი სარწმუნოება და ცხოვრება ერთი და იგივე უნდა იყოს, ანუ უმჯობეს არს თქმად: სარწმუნოება ჩვენი მარადის გამოიხატებოდეს ყოველთა საქმეთა შინა ჩვენთა: დიდთა და მცირეთა. ერთი სიტყვით, სარწმუნოება ჩვენი – საქმით შემოსილი, და საქმენი ყოველნი და თვით სიტყვანი, გრძნობანი, შინაგანნი ყოველნი სულის მოძრაობანი – სარწმუნოებით შემოსილნი იმყოფებოდნენ.
ნუ დაიჯერებ ძმაო, ცრუ აზრებს, ნუ იქნები ამაოდ მორწმუნე, არამედ ირწმუნე მხოლოდ სიტყვა ღვთისა, საღმრთო წერილი და ყოველი სხვა სიტყვა და აზრიც, არა წინააღმდეგი მისი.