მოთმინება - ციტატები, გამონათქვამები
მოთმინება - ციტატები, გამონათქვამები მოთმინება, გამონათქვამები, ციტატები
43. ვისაც სწამს ქრისტეს მისაგებელი, ყოველგვარ უსამართლობას წადიერად დაითმენს, შესაბამისად სარწმუნოებისა.
კვლა გულსა ეტყვის: დათმობა ჰგვანდეს სიბრძნისა წყაროთა. არ დავთმოთ, რა ვქმნათ, სევდასა, მითხარ, რა მოუგვაროთა? თუ ლხინი გვინდა ღმრთისაგან, ჭირიცა შევიწყნაროთა
იგია საქმე საზეო, მომცემი აღმაფრენათა; ვინცა ეცდების, თმობამცა ჰქონდა მრავალთა წყენათა
ჯილდოს გარდა, რომელსაც მოთმინებისთვის იღებ, მრავალნაცადი ხდები. ადამიანებსაც ცნობ. თუ ქვა ქვას არ მოხვდა, ნაპერწკალი არ წარმოიქმნება, გამოუცდელი კაცი კი არაფრად ვარგა
ნეტარია, ვინც ბოლომდე დაითმინა, და ყოველივე უარყო. სულგრძელების გამო მისთვის ეკლები და ძეძვი მცირდება, როცა ნებას აძლევს აღსრულდეს მოკლება დედამიწაზე და სიმდიდრე ცათა შინა
მოთმინება ისევე აუცილებელია, როგორც მარილი საჭმელში. რადგან არ არსებობს სხვა გზა შეძენისა, გამდიდრებისა და მეფობისა. ეს გზა ქრისტემ დაგვისახა. და ჩვენც, მისმა მოყვარულებმა, უნდა მივსდიოთ მას. თუმც კი მწარეა აბზინდა, მაგრამ განწმენ... იხილეთ სრულად
იხვეჭს არა ჭკვიანი, კეთილშობილი, მჭევრმეტყველი ან მდიდარი, არამედ ის, ვისაც შეურაცხყოფენ ის კი სულგრძელებს; ვისაც წყენას აყენებენ, ის კი პატიობს; ვისაც ცილს წამებენ, ის კი ითმენს; ის, ვინც ღრუბელივით ხდება, და განწმენდს, რასაც ისმ... იხილეთ სრულად
სადაც ქრისტეა, მარადიული და ამქვეყნიური ცხოვრების ყოველგვარი სიკეთეც იქაა. ამიტომაც თქვა მან, მხოლომან ჭეშმარიტმან: "პირველად ეძიებდით სასუფეველსა ღმრთისასა და ყოველივე წარმავალს დამატებითურთ მოგცემთ". და კვლავ მანვე თქვა: "ა... იხილეთ სრულად
გინახავს მონაზონი მოთმინების გარეშე? ეს ლამპარია ზეთის გარეშე, რომლის სინათლეც მალე ჩაქრება