სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები

სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული ღვთისადმი, გამონათქვამები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

რისთვის უნდა გვიყვარდეს ჩვენ უზომოდ ღმერთი? პირველად მისთვის, რომ იგი არის ერთი, ყოველიფერზე უდიდესი და უმჯობესი არსება; მაშასადამე, ღირს და სჯობს, რომ მარტო იგი გვიყვარდეს სრულითა სიყვარულითა, ხოლო სხვა ყველაფერი იმ ზომად გვიყვარდეს, რა ზომად გაგვახსოვნებს ღმერთსა და გაგვამტკიცებს ღვთის სიყვარულში. მეორედ მისთვის, რომელ ღმერთი არის საუკუნო და მარადმყოფი და შეუცვლელი, ხოლო სხვა ყოველიფერი ცათა შინა და ქვეყანასა ზედა იცვლება და წარმავალია. გვირჩევნია ჩვენც ჩვენი სული და გული მივანდოთ მარადმყოფსა და შეუცვლელსა. ჩვენი სული და გული განისვენებს მხოლოდ მაშინ, როდესაც მიენდობა საუკუნოსა ღმერთსა. მესამედ, კაცის სულსა და გულსა ისრეთი თვისება აქვს, რომ რასაც შეიყვარებს სრულითა სიყვარულითა, იმას დაემონება, მისი მსახური და მასიამოვნებელი იქნება და ცდილობს, რომ იმას დაემზგავსოს, ანუ ესრედ ვსთქვათ, იმის ფერს მიიღებს. მაშასადამე, თუ ღმერთს შეიყვარებ შენ, ძმაო, ყოვლითა გულითა შენითა, მაშინ გული შენი აღივსება ღვთის მადლითა, სახიერებითა და კეთილობითა; თუ შეიყვარებ ყოვლითა ძალითა შენითა, მაშინ ყოველნი ძალნი და ნიჭნი შენისა ბუნებისანი განცხოველდებიან და ყოველნი მათნი მოძრაობანი და საქმენი იქმნებიან მართალნი და ნაყოფიერნი. ბოლოს, თუ შეიყვარებ ღმერთსა ყოვლითა გონებითა შენითა, ყოველნი შენნი აზრნი, მოგონებანი იქნებიან აღბეჭდილნი ჭეშმარიტებითა და წრფელობითა. რისთვის უნდა გვიყვარდეს ჩვენ უზომოდ ღმერთი?

უზომო სიყვარულსა ღვთისასა მოითხოვს სახარება ჩვენგან. ღმერთი უნდა გვიყვარდეს ჩვენ არა რომლითამე ერთითა ძალითა, ანუ კერძოითა სულისათა, არამედ მთელითა არსებითა, ანუ ბუნებითა ჩვენითა. ყოველი ნიჭი და თვისება, ანუ ძალი, რომლითა ღმერთმა შეამკო ბუნება ჩვენი, სული, გული, გონება, მეხსიერება, ჭკუა, უნდა იყოს დაპყრობილი და განათლებული ღვთის სიყვარულითა. უზომო სიყვარულსა ღვთისასა მოითხოვს სახარება

ღმერთი არა მისთვის უნდა გიყვარდეს უმეტეს ყოვლისა, რომელ იგი აღგითქვამს შენ და კიდეც მოგცემს სასყიდელსა, არამედ მისთვის, რომელი იგი არის უმჯობესი, უდიდესი, უკეთესი ყოვლისა და ყოვლითა. ღმერთი არა მისთვის უნდა გიყვარდეს უმეტეს

ღმერთი მისთვის უნდა გვიყვარდეს ჩვენ, რომელ მან პირველად შეგვიყვარა ჩვენ; ღმერთმან ჩვენ მოგვცა უმჯობესი და უმაღლესი ბუნება, ვიდრე სხვათა ქმნილებათა თვისთა; ჩვენ შეგვამკო მსგავსებითა და ხატებითა თვისითა, ჩაგვაბარა ყოველი ქვეყანა. თუმცა ვსცოდეთ, არა სრულიად დაგვივიწყა, არამედ იხმარა ურიცხვნი ღვთაებრივნი ღონისძიებანი, რათა აღადგინოს ჩვენს შორის ხატი თვისი და ბოლოს, ყოველი თვისი ქველისმოქმედება ჩვენდამო დააგვირგვინა მით, რომელ გარდამოავლინა მხოლოდშობილი ძე თვისი აღსადგინებელად კაცობრივისა ნათესავისა. ღმერთი მისთვის უნდა გვიყვარდეს ჩვენ, რომელ

ღმერთი მისთვის უნდა გვიყვარდეს, რომელ ბუნება ჩვენი ღვთის სიყვარულითა შეიქმნება უმჯობეს და უმაღლეს. ღვთის სიყვარული განსწმედს გულსა კაცისასა, განანათლებს გონებასა მისსა. განამტკიცებს სულსა მისსა, გააბედნიერებს მას. ღმერთი მისთვის უნდა გვიყვარდეს, რომელ ბუნება

რისთვის უნდა გვიყვარდეს ჩვენ ღმერთი? მისთვის, რომელ ღმერთი არის უმჯობესი, უმშვენიერესი და უსანატრელესი არსება და ერთი მხოლოდ ღირსი სრულისა ჩვენისა სიყვარულისა. ხოლო ღმერთი შეიცავს თვის შორის ყოველთა უმაღლესთა თვისებათა, რომელთა ძალუძსთ დაკმაყოფილება ჩვენის გულის სურვილისა. გული კაცისა ეძიებს მარადის უმჯობესსა საგანსა სიყვარულისასა; გარნა ვერცა ერთი რომელიმე სხვა საგანი ვერ შეავსებს წყურვილსა მისისა სიყვარულისასა. გონება ანუ ჭკუა კაცისა მარადის მეძიებელი სიბრძნისა და ჭეშმარიტებისა, მხოლოდ ღვთის შორის ჰპოვებს სრულსა და უმაღლესსა ჭეშმარიტებასა; სული კაცისა, რომელსა შინა ღმერთმან დანერგა მისწრაფება უმაღლესისა ბედნიერებისადმი, მხოლოდ ღვთის შორის ნაჰხავს ნეტარებასა და განსვენებასა თვისსა. რისთვის უნდა გვიყვარდეს ჩვენ ღმერთი? მისთვის

როდესაც ჩვენ ვგრძნობთ რომელსამე ქვეყნიერსა სიყვარულსა, მაშინ ადვილად შევიტყობთ ამას. ვსთქვათ მაგალითებრ, მე მიყვარს ერთი ვინმე კაცი. ამას ნამდვილად შევიტყობთ მით, რომელ მიხარიან, როდესც ვხედავ იმ კაცს, მსურს, რომ იგი ყოველთვის ჩემთან იყოს; როდესაც იგი ჩემთან არის, მაშინ ბედნიერი ვარ, უკეთუ იგი ჩემთან არ არის, მოწყენილი ვარ და ხშირად ვფიქრობ იმაზედ. სწორედ ეგრეთივე უნდა იყოს სიყვარული ჩვენი ღვთისადმი. როდესაც ჩვენ ვგრძნობთ რომელსამე ქვეყნიერსა

სიყვარული ღვთისა არის წყარო ყოველთა სხვათა სათნოებათა სიყვარული ღვთისა არის წყარო ყოველთა სხვათა

უკეთუ ჭეშმარიტი სიყვარული გაქვს ღვთისა, მაშინ შენ გიხარიან, როდესაც გესმის მისი დიდება და ქება; გიხარიან, როდესაც ხედავ მორწმუნესა მისსა აღმსარებელსა მისის სჯულისასა; ხოლო თუ ვინმე შენს წინაშე სთქვა რაიმე ცუდი ღმერთზედ და მის სჯულზედ, მაშინ მწუხარებას გრძნობ, გეწყინება. მაშინ შენ მზადა ხარ დაიცვა დიდება ღვთისა და თავი შენი შესწირო მის დიდებასა და მისი ამაღლებისათვის. უკეთუ ჭეშმარიტი სიყვარული გაქვს ღვთისა, მაშინ

სიყვარული ღვთისა თვით ჩვენთვის არის სასარგებლო. ღმერთს არ მიემატება არა რაიმე ჩვენი სიყვარულისაგან, გარნა ჩვენ განვიწმიდებით, განვნათლდებით ღვთის სიყვარულითა. სიყვარული ღვთისა თვით ჩვენთვის არის

სიყვარული ღვთისადმი, გამონათქვამები

2