ცხონება, სასუფეველი, სამოთხე - ციტატები, გამონათქვამები
ცხონება, სასუფეველი, სამოთხე - ციტატები, გამონათქვამები ცხონება, სასუფეველი, სამოთხე, გამონათქვამები
მადლი არ იყიდება და არც სხვა საშუალებით გადაეცემა. ნებისმიერმა ჩვენგანმა თვითონ უნდა იღვაწოს, იმდენი მადლი მოიპოვოს, რომ ცხონდეს. ამისთვის კი თავმდაბლობა უპირველესი პირობაა. უფალი ბრძანებს: "ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი, ხოლო მდა... იხილეთ სრულად
ბუნებრივია, ყველას სამოთხეში დამკვიდრება სურს, მაგრამ ეს უშრომლად არ მიიღწევა; მთავარია, ჩვენი ცხოვრების მიზნად სხვისთვის მსახურება დავისახოთ, რომ ქრისტეს მიმბაძველნი გავხდეთ.
შრომისა და ღვაწლის გარეშე ვერც უფლის მიერ ბოძებულ მიწაზე დაემკვიდრა ძველი აღთქმის ისრაელი და ვერც სასუფეველს მოიპოვებს ახალი აღთქმის ნებისმიერი ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს იგი.
მართალთა სულების სავანეს ეწოდება ზეციური ანუ მოზეიმე ეკლესია, ხოლო დედამიწაზე არსებულ მართლმადიდებელ მორწმუნეთა კრებულს - მებრძოლი ეკლესია. მოზეიმე და მებრძოლი ეკლესია, ეს არის ორი ნაწილი ქრისტეს ერთიანი სხეულისა, რომელიც ერთმა... იხილეთ სრულად
ის, ვინც სასუფევლისკენ მიმავალ გზას ადგას, ამ პრინციპით ცხოვრობს: "ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო, აბა, მე დღეს ვის რა ვარგე"? (წმ. ილია მართალი).
როგორც თქვა ერთმა ღვთისმეტყველმა, ცხოვრება სამოთხე არ არის, არამედ სამოთხიდან განდევნილთა ყოფა, - ამიტომაც ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ სხვადასხვა მწუხარებისა და განსაცდელისათვის
სიყვარულს სიბრძნე ახლავს და მით ყველა საიდუმლო კარს განაღებს. იგი ძალაა, ცოდვილებს რომ იმორჩილებს, მხეცებს, ეშმაკებსა და მთელ ბუნებას. ღვთის შვილები სიყვარულის შვილები არიან, ცათა სასუფეველი კი სიყვარულის საუფლო.
თუ ცხოვრება შემოგვიტევს თვალხილული სილამაზის ხიბლით, სიმდიდრით, ავხორცობით, მოჩვენებითი დიდებით, როგორ შევეწინააღმდეგოთ მას. როდესაც ამქვეყნიური სიამენი გამოაჩენენ თავის ნამდვილ სახეს, როდესაც სილამაზე უსახური შეიქმნება, ჯანმრთელო... იხილეთ სრულად
როგორ აღდგა ქრისტე? - ისე, როგორც საყოველთაო წყვდიადში გამობრწყინდა ნათელი სამყაროს შექმნის დასაბამში. ასე გამობრწყინდა ახალი ნათელი, რომელმაც ადამიანებს ჭეშმარიტი სულიერი სამყაროს შესახებ ახარა, ძველი მემატიანეები გვიდასტურებენ, ... იხილეთ სრულად
იესომ უპირატესობა ზეცას მიანიჭა. ზეციური მეუფება მიწიერ მეუფებას ამჯობინა. ადამიანური ყოფა აზრით, ძალით და სიხარულით აღავსო. დამცირებული და შეურაცხყოფილი ცამდე აღამაღლა. ცხოვრებას დავიწყებული ზეციური ლოგიკა დაუბრუნა. რათა ადამიანე... იხილეთ სრულად