სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები
სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული ღვთისადმი, გამონათქვამები
მოძღვარო, რომელია სჯულის მთავარი მცნება? ხოლო იესომ მიუგო მას: გიყვარედეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი სულით და მთელი შენი გულით და მთელი შენი გონებით. ეს არის პირველი და მთავარი მცნება. და მეორე, ამისი მსგავსი:... იხილეთ სრულად
თუკი ხორციელი სიყვარული ესოდენ იმონებს სულს, რომ მას სხვა ყოველივესგან განაშორებს და საყვარელ არსებას მიაჯაჭვავს, მაშ, რას არ გააკეთებს ქრისტესადმი სიყვარული და მასთან განშორების შიში?
როგორც ბავშვს, ან გაუნათლებელ ადამიანს არ ესმის ის სიამოვნება, რასაც განიცდის განათლებული კაცი ღრმა სიბრძნისეული თხზულებების კითხვის ან ურთულესი მაგალითის ამოხსნისას, ასევე ბრძენთაბრძენ ფილოსოფოსს ან გამჭრიახ გენიოსს, რომლისთვისაც... იხილეთ სრულად
ნუ განეშორები ქრისტეს, არამედ უფრო შეუერთდი მას სიყვარულის უმტკიცესი ხუნდებით, თუ გსურს ბედნიერება და ნეტარება არა მხოლოდ მომავალ, არამედ - ამჟამინდელ ცხოვრებაში
უნდა გიყვარდეს მშობელი, მაგრამ მას მაცხოვარი უნდა ამჯობინო (კლ. 9, 59, 60)
დაე, გქონდეს სიყვარული ადამიანებისადმი ქრისტეს გულისთვის, იესოსადმი კი თავად მის გამო
ქრისტემ შეგვიყვარა ჩვენ, უღირსნი: მაშ, ჩვენც შევიყვაროთ იგი, რომელიც ყოველგვარი სიყვარულის ღირსია
ჩვენი სიყვარული - ქრისტეს ვნებებს, ჩვენი რწმენა მის აღდგომას, სასოება მის ამაღლებას ეფუძნება